ატროფიული რინიტი

ატროფიული რინიტი ქრონიკული რინიტი, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანი გარსის და მასში არსებული ნერვული დაბოლოებიბი ატროფიით.

 

მიზეზები

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ხშირი მწვავე რინიტი;

·         ორგანიზმის გადაციება;

·         არასასურველი კლიმატური პირობები;

·         ცხვირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა;

·         ცხვირის ლორწოვანი გარსის ტრავმები ან ოპერაციები;

·         ორგანიზმში რკინის და C, D ვიტამინების უკმარისობა;

·         პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება მტვრიან ან კვამლიან შენობებში ყოფნას.

 

სიმპტომები

·         ცხვირის სიმშრალე;

·         ცხვირში ქერქების გაჩენა;

·         ცხივრში დაჭიმულობის შეგრძნება;

·         სისხლდენა ცხვირიდან;

·         ყნოსვის დაქვეითება ან ხშირი დაკარგვა;

·         ცხვირიდან არასასიამოვნო სუნი;

·         ცხივირდან სქელი, მომწვანო-მოყვითალო ფერის გამონადენი;

·         თავბრუს ხვევა და ძლიერი თავის ტკივილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         რინოსკოპია;

·         ცხვირიდან გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

·         ცხვირის რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

·         კარგი კვება;

·         ცხვირის გამორეცხვა;

·         ანტიბიოტიკები;

·         სამკურნალო მალამოები, წვეთები;

·         ცხვირის სისხლძარღვების შესავიწროვებელი წვეთები;

·         ფიზიოთერაპიული მკურნალობა;

·         ინჰალაცია;

·         ვიტამინოთერაპია.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ჰაიმორიტი;

·         ძილის დროს გართულებული სუნთქვა;

·         რეციდივირებადი ოტოტი, რომელიც იწვევს სიყრუეს;

·         ცხვირის პოლიპები.

 

რისკის ჯგუფი

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;

·         გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;

·         ცხვირისა და ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გადაციებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;

·         მშრალ შენობებში ჰაერის დატენიანება;

·         საკვებად С ვიტამინით მდიდარი პროდუქტის გამოყენება;

·         ცხვირ-ხახის დაავადებების დროული მკურნალობა.