ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადება, რომელიც რთული ფორმისას აზიანებს კანს და გააჩნია ქრონიკული ხასიათი.

ბავშვებს დაავადება უვლინდებათ დაბადებიდან პირველი 6 თვის მანძილზე და ხშირ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც უგრძელდებათ. 

 

მიზეზები

ბავშვებსა და ზრდასრულებში დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი (თუ დაავადებულია ახლო ადამიანი, დიდია გადადების შანსი);

·         ცუდი ეკოლოგია;

·         ხშირი სტრესი;

·         უხარისხო პროდუქტის გამოყენება;

·         იმუნიტეტის დაცემა.

 

სიმპტომები

საერთო ჯამში, ატოპიური დერმატიტის წარმოშობისა და განვითარების ზუსტი მიზეზები გამოკვლეული ბოლომდე არ არის. დაავადების სიმპტომები ხშირად ვლინდება გამონაყარით, რომლის ლოკაცია დამოკიდებულია დაავადებულის ასაკზე.

ჩვილებში გამონაყარი აზიანებს:

·         სახეს (შუბლს, ყელს);

·         იდაყვების სახსრების ადგილებს, მხრებს, წვივებს;

·         საჯდომს.

ბავშვებში ვლინდება:

·         ნაჭდევები, ჰემორაგიული ქერქი;

·         იდაყვებისა და მუხლების სახსრების ადგილებში;

·         გამონაყარი მტევნებზე, ყელზე, გულმკერდის ზედა ნაწილში.

ზრდასრულებს გამონაყარი უვლინდებათ:

·         ყელზე;

·         ზურგის ზედა ნაწილში;

·         პირის გარშემო კანზე;

·         შუბლზე;

·         იდაყვებსა და მაჯებზე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს:

·         ალერგოლოგიული გამოკვლევა;

·         პაციენტის იმუნური სისტემის გამოკვლევა;

·         კალას ანალიზი დისბაქტერიოზზე;

·         ალერგენებით კანის ტესტირება.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         სამკურნალო პრეპარატებს (ანტიჰისტამინები, ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო და სადეზინტოკსიკაციო საშუალებებს);

·         ხსნარებს (სადეზინფექციო და ანტიალერგიულ პრეპარატებს);

·         ქავილის მომხსნელ მალამოებს და საცხებს.

დაავადების მკურნალობა ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რამდენადაც პროფილაქტიკის არსებული მეთოდები და მკურნალობა არაეფექტურია, დაავადება კი დროთა განმავლობაში ხელახლა იჩენს თავს.

 

საშიშროება

დაავადება საშიშია მისი თანმხლები დაავადებების მიერ შინაგანი ორგანოების დაზიანების შესაძლებლობის გამო. მკურნალობის გარეშე ატოპიური დერმატიტი დამღუპველად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და სასუნთქ ორგანოებზე.

დაგვიანებული სტადიიდან დერმატიტი გადადის ეგზემაში, რომელიც საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას და ხშირ შემთხვევაში ახდენს რეციდივს.

 

დიეტა

დაავადების არსებობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:

·         ხორცისა და თევზის ბულიონები;

·         შემწვარი ხორცი;

·         შოკოლადი, კაკაო;

·         ციტრუსები;

·         ტკბილეული;

·         შებოლილი;

·         კონსერვები და ყველა ის პროდუქტი, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ დანამატებს და საღებავებს.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ალერგენებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;

·         დიეტის დაცვა;

·         სახლში სისუფთავის დაცვა;

·         კანის სიმშრალის თავიდან არიდება;

·         შიშველ სხეულზე შალის და სინთეტიკური სამოსის ტარებისგან თავის შეკავება.