ატიპიური პნევმონია

ატიპიური პნევმონია  დაავადების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ფილტვების ინფექციურ-ანთებით პროცესს, რაც გამოწვეულია ატიპიური გამაღიზიანებლებით - ქლამიდიებით, მიკოპლაზმებით, ლეგიონელებით, ვირუსებით.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ყელის ტკივლი და სიმშრალე;

·         შეტევისმაგვარი ხველა - მშრალი ან ნახველით;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         თავის ტკივილი;

·         საერთო სისუსტე;

·         სახსრებში ტეხვა;

·         მუცლის ტკივილი;

·         ტანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;

·         ცხვირიდან სისხლდენა;

·         გულის ტკივილი;

·         თვალების ჩაწითლება და ცრემლდენა;

·         გლანდებისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         გულმკერდის რენტგენს;

·         ნახველის ანალიზს;

·         პჯრ-რეაქციას;

·         სეროლოგიურ გამოკვლევას;

·         ცხვირხახის გამონადენის დათესვას.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ამოსახველებელ პრეპარატებს;

·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         ბრონქოლიტურ პრეპარატებს;

·         სადეზინტოკსიკაციო საშუალებებს;

·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         პლევრიტი;

·         ფილტვის შეშუპება;

·         ფილტვის აბსცესი;

·         სუნთქვის უკმარისობა;

·         ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;

·         ანემია;

·         მიოკარდიტი;

·         მენინგიტი.

შესაძლებელია ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაავადების პიკის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავება;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი ნითბის გამოყენება.