ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი - დაავადება, რომელიც ვითარდება ლიპიდების ცვლის დარღვევით და თან ახლავს ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების შიდა ფენებში. ათეროსკლეროზის პროგრესირება იწვევვს არტერიული სისტემის კრიტიკულ შევიწროვებას და ქსოვილებსა და ორგანოებში იშემიურ ცვლილებებს.

 

მიზეზები

პათოლოგიურ პროცესს წარმოშობს ლიპიდების სისხლძარღვების კედლებში დაგროვება, რასაც იწვევს:

·                     გაცხიმოვნება;

·                     შაქრიანი დიაბეტი;

·                     დიეტის დარღვევა;

·                     ჰიპერტონიული დაავადება;

·                     მოწევა;

·                     მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·                     ჰიპოდინამია.

 

ათეროსკლეროზის სიმპტომები

სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების ნიშები დამოკიდებულია ფოლაქების ადგილმდებარეობაზე. ეს შეიძლება იყოს სვადასხვა სახის დაავადებები;

·                     დროგამოშვებით კოჭლობა;

·                     გულის იშემიური დაავადება;

·                     ინსულტი;

·                     განგრენა;

·                     მეზენტერიული ტრომბოზი.

 

დიაგნოსტიკა

სისხლძარღვების ათეროსკლეროზის მკურნალობა იწყება ხარისხიანი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევით:

·                     სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება ლიპიდურ ფრაქციებთან კავშირში;

·                     არტერიოგრაფია;

·                     გულის ასკულატაცია;

·                     გულის კუნთის რენტგენოგრაფია;

·                     გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·                     კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.

 

ათეროსკლეროზის მკურნალობა

ათეროსკლეროზის თერაპია გამოიხატება მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური მეთოების შეთავსებით პათოლოგიური მდგომარეობის კორექტირებისთვის:

·                     ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების დანიშნვა;

·                     მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·                     სხეულის წონის ნორმალიზება;

·                     დიეტის დაცვა;

·                     ფსიქოლოგირუი კომფროტის შექმნა;

·                     რენტგენენდოვასკულარული ოპერატიული ჩარევის განხორციელება.

 

დიეტა

ათეროსკლეროზიანმა პაციენტებმა უარი უნდა თქვან:

·                     ცხიმიანი ხორცსა და ქონზე;

·                     ცხიმიან რძის პროდუქტებზე;

·                     ალკოჰოლზე;

·                     საკონდიტრო ნაწარმზე.

 

საშიშროება

ათეროსკლეროზის დროს შეიძლება გამწვავდეს:

·                     მიოკარდის ინფარქტი;

·                     იშემიური ინფარქტი;

·                     ჰემორაგიული ინსულტი;

·                     კიდურების განგრენა.

 

რისკის ჯგუფი

დაავადება უვითარდება ადამიანებს:

·                     ვისაც აქვთ ნაკლებ მოძრავი ცხოვრების სტილი;

·                     ვინც დიდი რაოდენობით იყენებს ცხოველური ცხიმის შემცველ საკვებს;

·                     მწეველებს;

·                     ვისაც გააჩნიათ მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვა;

·                     ვისაც აწუხებთ ჭარბი წონა.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     მოწევაზე და ალკოჰოლზე უარის თქმა;

·                     უპირატესობის მინიჭება სრულფასოვანი დასვენებისთვის;

·                     რაც შეიძლება მეტი ხილის და ბოსტნეულის ჩართვა რაციონში;

·                     სტრესის მომხსნელი, მოსადუნებელი მეთოდების გამოყენება.