ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი — მხედველობის დეფექტი, რომელიც გამოწვეულია რქოვანის, თვალის ლინზის ან თვალის ფორმის დარღვევით, რომლის შედეგად ადამიანი კარგავს მკაფიო მხედველობის უნარს.

გამოყოფენ ასტიგმატიზმის შემდეგ სახეობებს:

·                     პირდაპირი ასტიგმატიზმი (ვერტიკალური მერიდიანის გამრუდება);

·                     უკუ ასტიგმატიზმი (ჰორიზონტალური მერიდიანის გამრუდება).

ასევე გამოყოფენ ასტიგმატიზმის შემდეგ ხარისხს:

·                     სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი 3 დიოპტრიამდე;

·                     საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმი 3-დან 6 დიოპტრიამდე;

·                     მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი 6 დიოპტრიიდან ზემოთ.

წარმოშობის მიხედვით ასტიგმატიზმი იყოფა შემდეგ სახეობებად:

·                     თანდაყოლილი (0.5 დიოპტრიამდე) – გააჩნია ბევრ ადამიანს, თუმცა არ იწვევს დისკომფორტს;

·                     შეძენილიწარმოიშობა ნაწიბურების ცვლილების შედეგად რქოვანაზე ტრამვის და დაზიანების ან თვალებზე ქირურგიული ჩარევის  შემდეგ.


მიზეზები

ასტიგმატიზმის განვითარების მიზეზებია:

·                     მემკვიდრეობა; 

·                     თვალების ტრამვები (გამჭოლი ჭრილობები);

·                     ქირურგიული ჩარევა (კატარაქტის მოცილება);

·                     კერატოკონუსი (რქოვანას დისტროფია);

·                     თვალის ლინზის ანომალიური ფორმა.


ასტიგმატიზმის სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·                     დაქვეითებული მხედველობა;

·                     სწორი ხაზების გარუდება;

·                     თავის ხშირი ტკივილი;

·                     თვალების სწრაფი დაღლა;

·                     თვალების მუდმივი დაძაბულობა.


დიაგნოსტიკა

დიგნოსტიკისთვის ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს შემდეგ პროცედურებს:

·                     სკიასკოპიას (თვალის რეფრაქციის განსაზღვრის მეთოდი);

·                     რეფრაქტომეტრიას (თვალის ფუნქციონალური მდგომარეობის დიაგნოსტიკა);

·                     ერგომეტრიას (კუნთების მუშოაბის დონის განსაზღვრა);

·                     მხედველობის სისტემის კომპიუტერული ანალიზი.


ასტიგმატიზმის მკურნალობა

ასტიგმატიზმის სამკურნალოდ ინიშნება:

·                     სათვალე;

·                     კონტაქტური ლინზები;

·                     ექსიმერ-ლაზერული კორექცია;

·                     კერატოპლასტიკა (რქოვანას ფორმისა და ფუნქციის აღდეგნა).

ბავშვებში ასტიგმატიზმის მკურნალობისას საჭიროა ექიმის მუდმივი დაკვირვება. დისპანსერული დაკვირვება გრძელდება მხედველობის სისტების სრულ განვითარებამდე.


საშიშროება

ასტიგმატიზმის მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

·                     სიელმე;

·                     მხედველობის დაკარგვა.


პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     თვალების ხანგრძლივად დატვირთვის გამორიცხვა;

·                     თვალების გაღიზიანების გამორიცხვა (მტვრიან და ცივ შენობაში ყოფნა);

·                     ტრანსპორტში ან წამოწოლილ მდგომარეობაში კითხვის გამორიცხვა;

·                     შენობის კარგი განათების უზრუნველყოფა (სამუშაო ადგილის);

·                     თვალის სავარჯიშოების შესრულება;

·                     ლუთეინიანი ვიტამინების მიღება.