ასთენოპია

 


ასთენოპია - დაავადებას ახასიათებს მხედველობის დაქვეითება. დაკვირვების ობიქეტების წყვეტილად აღქმა, თვალებში «ქვიშის» შეგრძნება, სინათლის შიში და ა.შ. ყველაზე მეტად პაციენტი ამ სიმპტომებს უჩივის მუშაობის პროცესში, დასვენების დროს ისინი ცოტა სუსტდება. 
აკომოდაციური ასთენოპია ვლინდება წამწამის კუნთის მოდუნებით. ეს პრობლემა გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში. ყველაზე ხშირად ასთნოპიით იტანჯებიან ადამიანები, ვისი პროფესიული მოღვაწეობაც მოითხოვს მხედველობის ორგანოების მუდმივ დაძაბულობას (მესაათეები, იუველირები და ა.შ.). 

 

გამოყოფენ ასთენოპიის რამოდენიმე ტიპს:

·                     კუნთოვანი (კონვერგენციის სისუსტე);

·                     აკომოდაციური (აკომოდაციის შემცირებული რეზერვი);

·                     შერეული;

·                     ნერვული (დაკავშირებულია სტრესულ მდგომარეობასთან);

·                     სიმპტომატიკური (თვალის პათოლოგიისას). 

 

მიზეზები

·                     არაკორეგირებული ან არასწორად შერჩეული მიოპიის და ასტიგმატიზმის კორექცია;

·                     დაავადებები, რომლის დროსაც ზიანდება თვალის კუნთები (უმეტესწილად ენდოკრინული დაავადებები);

·                     ნერვული დაზიანებები;

·                     კანტუზია;

·                     ორგანიზმის გამოფიტვა;

·                     მემკვიდრეობა;

·                     სიელმე;

·                     სამუშაოს თვალებთან სიახლოვეს კეთება. 

 

ასთენოპიის სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·                     მუშაობისას ახლო მანძლიდან წვრილმანი დეტალები შეუმჩნეველი ხდება;

·                     ასოები და ნაწერი «იბინდება»;

·                     თვალებში შეიგრძნობა მწვავე ტკივილი;

·                     ჩნდება სინათლის შიში;

·                     ტკივილი ყვრიმალების არეში;

·                     თავბრუს ხვევა;

·                     თვალებზე «ბინდის გადაკვრა»;

·                     თვალებში «ქვიშის შეგრძნება»;

·                     მხედველობის დაქვეითება

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:

·                     სიკასკოპია;

·                     მხედველობის სიმახვილის განსაზღვრაკორექციით და მის გარეშე;

·                     რეფრაქტომეტრია;

·                     სიელმის განსაზღვრა;

·                     4 წერტილოვანი ტესტის საშუალებით მხედველობის ტიპის განსაზღვრა;

·                     აკომოდაციის რეზერვის გაზომვა;

·                     ე.წ. ფუზიური რეზერვების განსაზღვრა (ტარდება სინოპტოფორაზე).

 

ასთენოპიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·                     კონტაქტური ლინზების ან სათვალის სწორად შერჩევას;

·                     მედიკამენტოზურ თერაპიას;

·                     აპარატული მკურნალობის მეთოდებს;

·                     აკომოდაციის რეზერვების ვარჯიშს;

·                     ლაზერულ სტიმულაციას;

·                     თვალის დაძაბულობის მოსახსნელად კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.

 

საშიშროება

ასთენოპიის განვითარებას არ მოაქვს ფატალური შედეგები, მაგრამ მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირებული სიელმე, მიოპია, ასტიგმატიზმა და ა.შ. გონივრული და დროული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სრულად გამოჯანმრთელება.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;

·                     რეფრაქციის ანომალიის კორექცია;

·                     დასვენებისა და შრომის რეჟიმის დაცვა;

·                     სამუშაო ადგილის სრულფასოვანი განათება;

·                     პერფორაციული სათვალის გამოყენება, რომელიც ხსნის აკომოდაციის დაძაბულობას;

·                     თვალის ვიტამინები;

·                     კისრის ვარჯიშები;

·                     მხედველობითი ვარჯიშები.