აქილევსის მყესის დაზიანება

აქილევსის მყესის დაზიანება ეს არის ყველაზე გავრცელებული წვივის რბილი ქსოვილების დახურული ტრავმა.

 

მიზეზები

აღნიშნული პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         პირდაპირი ტრავმა;

·         წვივის კუნთის მკვეთრი დაპატარავება;

·         ცივი სტარტი (გახურების გარეშე ვარჯიშის დაწყება);

·         აღნიშნული კუნთების განმეორებითი მიკროტრავმები. 

 

სიმპტომები:

აღნიშნული პრობლემის დამახასიათებელი სიმოტომებია:

·         დაზიანების ადგილში მწვავე ტკივილი;

·         მყესის შეშუპება;

·         ტერფის ქუსლისკენ გადახრის შეუძლებლობა;

·         ფეხის წვერებზე დადგომის შეუძლებლობა;

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         რენტგენოგრაფია;

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         კანქვეშა დახურული ნაკერების გამოყენებას;

·         1 თვის მანძილზე თაბაშირის სახვევის დადებას;

 

საშიშროება

აღნიშნული ტრავმის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს სიარულის შეუძლებლობა. შესაბამისად, ამ ტრავმის არსებობისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს თვითმკურნალობისგან და მიმართოს სპეციალისტებს.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სპეციალური სახვევის ტარება