აპენდიციტი

 

აპენდიციტი დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდის (აპენდიქსის) მწვავე ანთებით.  გამოიყოფა დაავადების მიმდინარეობის მწვავე და ქრონიკული ფორმები.  

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ნაწლავის წანაზარდში ფეკალური მასის დაკავებით, რაც იწვევს მის გადახრას. აპენდიციტის მიზეზები ზრდასრულებსა და ბავშვებში არის:

·                     ჭიისებრი წანაზარდის დახშობა;

·                     ინფექციური დაავადებები (მუცლის ტიფიტუპერკულოზი);

·                     ხშირი ყაბზობა;

·                     სისტემური ვასკულიტი;

·                     ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება;

·                     საკვებში მარცვლეულის ჭარბად გამოყენება.

 

აპენდიციტის სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·                     ჭიპისა და მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილები, რაც 2-6 საათის შემდეგ ინაცვლებს მარჯვენა მხარეს;

·                     გულის რევა, ღებინება;

·                     კუჭის მოქმედების დარღვევა;

·                     ხშირი შარდვა;

·                     ენაზე თეთრი ნადები;

·                     სხეულის ტემპერატურის 38°-მდე აწევა;

·                     ტახიკარდია.

 

დიაგნოსტიკა

აპენდიციტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ქირურგი შემდეგ გამოკვლევებზე დაყრდნობით:

·                     სისხლის საერთო ანალიზი;

·                     შარდის ანალიზი;

·                     მუცლის პალპაცია;

·                     მუცლის ღრუს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·                     მუცლის ღრუს და ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

·                     მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია.

ქალებში გინეკოლოგიური პათოლოგიის გამოსარიცხად აუცილებელია ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი.

 

აპენდიციტის მკურნალობა

აპენდიციტის მწვავე ფორმის არსებობისას ხდება ქირურგიული ჩარევა. აპენდიციტის მოშორება ხდება ენდოსკოპიური მეთოდით, ლაპაროსკოპიის საშუალებით.

ქრონიკული აპენდიციტის დროს ინიშნება:

·                     ანტიბიოტიკები;

·                     სპაზმოლიტიკები;

·                     ფიზიოთერაპიული პროცედურები.

 

დიეტა

ოპერაციის შემდეგ პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ შემდეგი საკვები:

·                     ცხიმიანი ხორცი და თევზი;

·                     შემწვარი საკვები;

·                     შებოლილი;

·                     მწარე საკვები, სუნელები;

·                     ცომეული;

·                     მარილიანი და დამარინადებული პროდუქტი;

·                     ცხიმიანი ყველი და რძე;

·                     სპირტიანი და გაზიანი სასმელები.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება აპენდიციტის დროულად მოშორება, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·                     მუცლის ღრუს აბსცესი;

·                     ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია;

·                     თეძოს ვენების ტრომბოფლებიტი;

·                     პერიტონიტი;

·                     აბსცესი ღვიძლში;

·                     კარის ვენის ჩირქოვანი ანთება.

შესაძლოა ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:

·                     ფეხმძიმე ქალები;

·                     10-12 წლის ბავშვები;

·                     ხშირი ყაბზობის მქონე ადამიანები;

·                     ადამიანები, რომელბიც იყენებენ დიდი რაოდენობით ცილების შემცველ საკვებს;

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     კუჭ-ნაწლავის დაავადებების და ყაბზობის დროული მკურნალობა;

·                     მზესუმზირის და ყურძნის წიპწებიანად მიღების გამორიცხვა;

·                     მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტების გამოყენება (ბოსტნეული, ხილი, ფაფები);

·                     ზედმეტი ჭამისთვის თავის არიდება.