აპათია

 

აპათია ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხოვრებისეული მოვლენებისადმი, ახლობელი ადამიანებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, უკარება ხასიათით, ცხოვრების სიძულვილით. დაავადება არის დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი.  

 

გამოიყოფა აპათიის შემდეგი სახეობები:

·                     პასიური აპათიაადამიანი არ იჩენს ცხოვრებისადმი ინტერესს;

·                     აქტიური აპათიადაავადების იშვიათი ფორმა, არ ახასიათებს შინაგანი გამოვლენები, ადამიანი ანგრევს საკუთარ თავს შინაგანად, რასაც საბოლოოდ სუიციდის მცდელობამდე მივყავართ;

·                     ტრამვატული აპათიათავის ტრამვების შედეგად წარმოქმნილი ფსიქიკური ცვლილებები.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიქმნება ფიზიკური და ფსიქიკური მოდუნების შედეგად. აპათიის მიზეზებია:

·                     მძიმე, ქრონიკული დაავადებები;

·                     მუდმივი ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა;

·                     ავიტამინოზი;

·                     ძლიერი სტრესული სიტუაციები;

·                     თავის ტრამვები;

·                     ენდოკრინული სისტემის დარღვევა;

·                     ნარკო ან ალკოჰოლური დამოკიდებულება.

 

აპათიის სიმპტომები

აპათიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·                     დათრგუნული განწყობა;

·                     მარტოობის განცდა;

·                     გაძლიერებული შიშები;

·                     მეხსიერების ჩავარდნა;

·                     თავბრუს ხვევა;

·                     შენელებული რეაქცია;

·                     საერთო სისუსტე;

·                     კონცენტრაციის დარღვევა;

·                     დაბნეულობა.

 

ქცევის დონეზე დაავადება გამოხატება:

·                     ყოველდღიურ საქმიანობასა და სამუშაოზე უარის თქმით;

·                     სხვა ადამიანების საზოგადოებაში ყოფნაზე უარის თქმით;

·                     დადებითი ემოციების მომტან საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმით.

 

დიაგნოსტიკა

იმისათვის, რომ დადგინდეს აპათიის მკურნალობის მეთოდი ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს საერთო დათვალიერებას, ესაუბრება პაციენტს, რის საფუძველზეც ურჩევს ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს.

 

აპათიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·                     ტრანკვილიზატორებს;

·                     ნეიროლეპტიკური პრეპარატებს;

·                     დეჰიდრატაციულ თერაპიას;

·                     მასტიმულირებელ პრეპარატებს;

·                     ვიტამინოთერაპიას.

პაციენტებისთვის რეკომენდირებულია:

·                     ფიზიკური ვარჯიშები;

·                     საეურთიერთობო წრის, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;

·                     საინტერესო საქმის მოძებნა.

 

საშიშროება

თუ დროულად არ იქნება დადგენილი აპათიის მკურნალობის პირობები, ეს გამოიწვევს დეპრესიას. ხანგრძლივმა აპათიამ კი შეიძლება ადამიანი სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·                     თავის ტრამვის მქონე ადამიანები;

·                     ნარკო ან ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე ადამიანები;

·                     გაზრდილი მგრძნობელობის მქონე ადამიანები;

·                     ადამიანები ემოციონალური ლაბილობით (ხასიათის სწრაფი ცვლილების ტენდენციის ქონა ნებისმიერ სიტუაციაში).

 

პროფილაქტიკა

აპათიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება;

·                     სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·                     კომბინირებული კვების ქონა;

·                     სპირტიან სასმელებზე უარის თქმა;

·                     რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.