ანორექსია

ანორექსია  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ იდეაში. განსაკუთრებით გავრცელებულა ანორექსია გოგონებში 16-24 წლამდე.

გამოყოფენ ანორექსიის შემდეგ სახეობებს:

·         ნერვული ანორექსიადაავადება ხასიათდება უარყოფით ემოციებით;

·         ნეიროდიმანიკური ანორექსიაძლიერი ტკივილების შედეგად ზიანდება ნერვული ცენტრის ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია მადაზე;

·         ნევრო-ფსიქიკური ანორექსიაფსიქიკური აშლილობა (დეპრესია, აკვიატებული აზრების გაჩენა) რომელსაც ადამიანი საკვებზე უარის თქმამდე მიჰყავს.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის კვების ცენტრის ფუნქციის მოშლით. ანორექსიის მიზეზებია:

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება (ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);

·         საძილე და ნარკოტიკული პრეპარატების ბოროტად გამოყენება;

·         ფსიქოლოგიური ფაქტორი (ოჯახური კონფლიქტი, გარემოს ზემოქმედება).

 

ანორექსიის სიმპტომები

ანორექსიის დამახასიათებელი სიმპტომებია

·         გახდომის ძლიერი სურვილი (ნორმალური წონის დროსაც კი);

·         საკვებზე მუდმივად უარის თქმა;

·         ფეტფობია (ჭარბი წონის შიში);

·         საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტის განცდა.

ქცევაში გამოვლენილი ნიშნები:

·         გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები;

·         თავისუფალი სტილის სამოსის შერჩევა, რომელიც ფარავს «ჭარბ წონას»;

·         საკვებსა და გახდომაზე ვიწრო შეხედულებები, საკუთარი პირნციპების აგრესიულად დაცვა;

·         მარტოობისკენ მიდრეკილება.

ასევე აღინიშნება

·         აპათიისა და დეპრესიიკენ მიდრეკილება;

·         ძილის დარღვევა;

·         საერთო სისუსტე;

·         თავბრუს ხვევა, გულყრა;

·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

ანორექსიის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს დიაგნოსტიკას:

·         სისხლის ანალიზი;

·         შარდის ანალიზი;

·         აწონვა;

·         არტერიული წნევის კონტროლი;

·         პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება.

 

ანორექსიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ფსიქოთერაპიას;

·         სხეულის ნორმალური წონის და ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;

·         წყალ-ელექტროლიტური და იონური ბალანსის აღდგენას.

 

საშიშროება

ანორექსიის არადორული მკურნალობის გამო შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი საშიშროება:

·         ორგანიზმის გამოფიტვა;

·         ჰიპოტონია;

·         ბრადიკარდია;

·         კანის სიმშრალე;

·         თმის ცვენა;

·         შინგანი ორგანოების დისტროფია;

·         კუნთოვანი ქსოვილების გამოფიტვა;

·         ამენორეა;

·         გულის უკმარისობა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:

·         ენდოკრინული სისტემის დარღვევის მქონე ადამიანები (ჰიპოთირეოზი);

·         საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები (გასტრიტიპანკრეატიტი);

·         ადამიანები, რომლებსაც ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა აქვთ;

·         ადამიანები, რომლებსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები აქვთ.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტკისთვის რეკომენდირებულია:

·         მოზარდებთან დიეტისა და საკვების როლზე საუბარი;

·         წონის დასაკლებად ექიმ-დიეტოლოგთან კონსულტაციის გავლა.