ანგინა


ანგინა (მწვავე ტონზილიტი) – ინფექციური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გლანდების და ლიმფური ჯირკვლების ანთების ფონზე.

გამოყოფენ ანგინის რამოდენიმე სახეობას:

·         კატარალური ანგინა (აზიანებს ძირითადად ჯირკვლის ნუშურას- გლანდის ზედა ფენას);

·         ფოლიკულარული ანგინა (ნუშურას სიწითლე მოყვითალო შეფერილობით);

·         ლაკუნარული ანგინა (ფოლიკულარული ანგინის რთული ფორმა);

·         ფლეგმონოზური ანგინა (იშვიათია და ხასიათხდება ცალი ნუშურას დაზიანებით);

·         წყლულოვანი ანგინა (ერთ-ერთ ნუშურაზე მონაცრისფრო შეფერილობის წყლულების გაჩენა).

 

მიზეზები

დაავადება «ტონზილიტი» წარმოიშობა ნუშურას დაზიანებით, როცა ხდება:

·         ვირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემა;

·         სტრეპტოკოკებით დაავადებული პროდუქტის გამოყენება;

·         ძლიერი გადაციება;

·         იმუნიტეტის დასუსტების დროს ნუშურაზე უკვე არსებული ბაქტერიების გავრცელება.

 

ანგინის სიმპტომები

ტონზილიტის დამახასიათებელი სიმპტომები:

·         გლანდის ნუშურას გადიდება;

·         ნადები გლანდებზე;

·         ნელ-ნელა მატულობს ტკივილი ყელში;

·         ლიმფური კვანძების გადიდება;

·         საერთო სისუსტე;

·         სახსრებში ტეხვა.

ბავშვებში ტონზილიტს ახლავს ყურის ტკივილი და ცხივრიდან გამონადენი.

 

დიაგნოსტიკა

ანგინის მკურნალობის დასადგენად, ექიმი-ონტოლარინგოლოგი ატარებს საერთო დათვალიერებას და ლიმფოკვანძების პალპაციას.

 

ანგინის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         მედიკამენტების მიღებას (ანტიბიოტიკების ჩათვლით);

·         ყელში ბალახეული, ფურაცილინის ან საკვები სოდის ნაყენის გამოვლებას. 

·         სპირტიანი საფენების დადებას ყბების ქვეშ.

 

საშიშროება

დაავადების მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         ქრონიკული ტონზილიტი;

·         გლომერულონეფრიტი;

·         მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთება);

·         რევმატიზმი;

·         სისხლის მოწამვლა.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ყელში თბილი წყლის გამოვლება (შეიძლება ფურაცილინის და რივანოლის გამოყენებაც);

·         ცივ სასმელების ჭარბ მიღებაზე უარის თქმა;

·         ბევრი ნაყინის ჭამაზე უარის თქმა;

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების მასაჟის გაკეთება (განსაკუთრებით ცივი სასმელის ან საჭმელის მიღების შემდეგ, ან ცივ ამინდში სახლიდან გასვლის წინ).