ანემია

ანემია (სისხლნაკლებობა) – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჰემოგლობინის დაბალი დონე. ამასთანავე იკლებს ერითროციტების რაოდენობა.

 

მიზეზები

დაავადება ვითარდება ორგანიზმში ფუნქციონალურად სრულყოფილი წითელი უჯრედების ნაკლებობით. ანემიის მიზეზებია:

·         ძვლის წითელი ტვინის მიერ ერითროციტების გამომუშავების დარღვევა;

·         სისხლში ერითროციტების სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობის მოშლა ან შემოკლება (ნორმაში – 4 თვე);

·         დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა (მწვავე ან ქრონიკული);

·         სისხლში რკინის არასაკმარისი რაოდენობა;

·         ფეხმძიმობის პერიოდი, მენსტრუაცია ქალებში

·         ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისების შეუძლებლობა (გასტრიტის დროს).

ანემიის მიზეზები ბავშვებში:

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;

·         არასწორი კვება;

·         ჭიები.

 

ანემიის სიმპტომები

·         სწრაფად დაღლა;

·         საერთო სისუსტე;

·         ამაღლებული გაღიზიანებულობა;

·         ხშირი თავბრუს ხვევა;

·         ყურებში ხმაურის შეგრძნება;

·         თავის მუდმივი ტკივილი;

·         ხუთვა;

·         გახშირებული გულისცემა (დაბალი დატვირთვისა და მშვიდად ყოფნის დროსაც);

·         ცივი კიდურები;

·         კანის სიფერმკრთალე სილურჯის თანხლებით ;

·         თვალის კაკლის მოყვითალო შეფერილობა;

·         სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ღრძილებიდან;

·         შარდის გამუქება.

 

დიაგნოსტიკა

ანემიის სამკურნალოდ ექიმი-ჰემატოლოგი ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს.

პარალელურად საჭიროა გასტროენდოკრინოლოგის კონსულტაცია და შემდეგი გამოკვლევები:

·         საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა;

·         ნაწლავის ლორწოვანის გარსის ბიოპსია;

·         კოლონოსკოპია;

·         რექტორომანოსკოპია;

·         მსხვილი ნაწლავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

ანემიის მკურნალობა

ანემიის მკურნალობა მოიცავს:

·         რკინის შემცველ პრეპარატებს;

·         В12 ვიტამინის შემცველ პრეპარატებს;

·         გლუკოკორტიკოსტეროიდებს;

·         ქირურგიულ ჩარევას (ელენთის ამოკვეთასიშვიათ შემთხვევაში);

·         შიდა სისხლდენის ადგილების მოწვას;

·         სისხლის გადასხმას.

 

დიეტა

მკურნალობის დროს რაციონში უნდა შედიოდეს:

·         სალათი;

·         მწვანილი;

·         ვაშლი;

·         ყვითელი სიმინდი;

·         მწვანე ბოსტნეული;

·         უცხიმო წითელი ხორცი;

·         ხორბლის პური.

საჭიროა ჩაის, ყავის და კოკა-კოლას მოხმარების შეზღუდვა, რადგან ისინი ახდენენ ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვის ბლოკირებას.

 

საშიშროება

ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:

·         ოტიტი;

·         პნევმონიტი;

·         ტრომბოზი;

·         სწორი ნაწლავის ანთება;

·         ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება;

·         ანემიური კომა.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება;

·         სისხლდენის შემთხვევაში ექიმთან დროულად მისვლა;

·         ჭიებით დაავადების პროფილაქტიკის გავლა;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ჯანსაღი ცხოვრების წესი.