ანდროგენული ალოპეცია

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენეტიკული ალოპეცია, ანდროგენდამოკიდებული ალოპეცია, ნაადრევი ალოპეცია, წინაასაკობრივი ალოპეცია, ასაკობრივი გამელოტება, აგა)  – დაავადება, რომელიც ხასიათდება თავზე თმის ცვენით.

წარმოადგენს გამელოტების ყველაზე გავრცელებულ ფორმას, უვლინდება მამაკაცების უმეტესობას და ქალბატონების გარკვეულ პროცენტს.

 

მიზეზები

 

დაავადება ჩნდება თმის ფოლიკულების (თმის ძირების) უჯრედების მომატებული მგრძნობელობით ანდროგენების მიმართ. ანდროგენები - ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც იწარმოება სქესობრივი ჯირკვლებით (საკვერცხეები, სათესლეები) და  თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით.

ძირითადი მიზეზიმემკვიდრეობითი ფაქტორი.

ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს:

·         თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ;

·         მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ;

·         კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ.

 

ანდროგენული ალოპეციის სიმპტომები

 

·         პირველადი თმის ცვენა შუბლისა და საფეთქლების არეში;

·         შემდეგ თმა ცვენას იწყებს გვირგვინის ადგილას.

ქალბატონებში განვითარებულ ანდროგენულ ალოპეციას შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

·         სებორეა;

·         აკნე;

·         ჰირსუტიზმი (მამაკაცივით ჭარბთმიანობა);

·         ალგოდიმენორეა (მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს მწვავე სპაზმები).

 

დიაგნოსტიკა

 

იმისათვის, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი დადგინდეს, ექიმი-ტრიქოლოგი ატარებს:

·         თავის თმიანი ნაწილის საერთო დათვალიერებას;

·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე;

·         ტრიქოსკოპიას (თმის კომპიუტერული დიაგნოსტიკა).

ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაციები.

 

ანდგროგენული ალოპეციის მკურნალობა

 

მკურნალობის კურსი მოიცავს:

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (დორსონვალი, კრიომასაჟი, ელექტრომაგნიტური ზემოქმედება, ელექტროპორაცია, ბიოპტრონი);

·         გარე მოხმარების პრეპარატები (სისხლძარღვების გამაფართოვებელი, მასტიმულიერებელი, თმის გაძლიერებული კვების);

·         მეზოთერაპია (მიკროინექციის შეყვანა);

·         ვიტამინოთერაპია;

·         თმის გადანერგვა;

·         ჰორმონალური პრეპარატები.

დაავადება კარგად იკურნება საწყის ეტაპებზე.

 

საშიშროება

 

მკურნალობის დაგვიანებას ან არარსებობას მივყავართ სრულ გამელოტებამდე.

 

რისკის ჯგუფი

 

რისკის ჯგუფს წარმოადგენს:

·         ქალბატონები მენოპაუზის პერიოდში;

·         ადამიანები მემკვიდრეობითი მიდრეკილებით.

 

პროფილაქტიკა

 

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         თმის დასაბანად გამოიყენოთ ხარისხიანი შამპუნი;

·         თავის დასაბანად გამოიყენოთ მაქსიმუმ 30°-40°-მდე გაცხელებული წყალი;

·         ნკლებად გაიშროთ თმა საშრობით;

·         არ დაივარცხნოთ სველი თმა;

·         დაიცვათ ბალანსირებული კვების რაციონი;

·         თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.