ანაფილაქტიკური შოკი

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შემთხვევების 20% მთავრდება ლეტალური შედეგით. ანაფილაქტიკური შოკი ბავშვებში უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე დიდებში.

 

მიზეზები

ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;

რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:

·         მწერების ნაკბენი;

·         მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);

·         საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);

·         მტვრის ალერგია.

 

ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები

დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:

·         თავის ტკივილში;

·         გულმკერდის ტკივილში;

·         ტემპერატურის აწევაში;

·         სუსტი პულსი;

·         კანის ჰიპერემია (სიწითლე).

დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:

·         გამონაყარი კანზექავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარიკვინკეს შეშუპება;

·         ნერვული სისტემათავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;

·         სასუნთქი ორგანოებიხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;

·         გული მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;

·         კანის ტესტებს;

·         იმუნოლაბორატორიული სინჯები.

 

ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:

·         ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;

·         ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;

·         ავადმყოფის დაწვენა;

·         ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;

·         ადრენალინის შეყვანა;

·         ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;

·         ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.

შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:

·         ხელოვნური სუნთქვა;

·         გულის დახურული მასაჟი;

·         ტრაქეოსტომია;

·         ბრონქების ინკუბაცია.

 

საშიშროება

ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:

·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

·         ფილტვების უკმარისობა;

·         გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;

·         თავის ტვინის შესიება;

·         ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს წარმოადგენენ

·         ქალები;

·         ალერგიის მქონე ადამიანები;

·         ასთმით დაავადებული ადამიანები;

·         ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;

·         არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;

·         რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;

·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;

·         რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;

·         მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.