ამნეზია


ამნეზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების საერთო ან ნაწილობრივი პრობლემა, რომლის დროს ვერ ხერხდება ადრეული ან შორეული წარსულის მოვლენების გახსენება.

ამნეზია შეიძლება იყოს სრული (ყველა მოგონების სრულიად დაკარგვა დროის გარკვეულ მანძილზე) ან ნაწილობრივი (გონებაში რჩება მოვლენების დროსა და სივრცეში დარღვეული ნაწილი). ამნეზიას შეიძლება ჰქონდეს დროებითი ან მუდმივი სახე.

 

გამოყოფენ ამნეზიის შემდეგ სახეობებს:

·         რეტროგრადიულიპაციენტი ვერ იხსენებს ინფორმაციას, რომელიც დაავდებამდე იყო;

·         ანტეროგრადიულიპაციენტი ვერ იმახსოვრებს ინფორმაციას, რომელსაც დაავადების შემდეგ იღებს;

·         კორსაკოვის სინდრომიწარმოადგენს რეტროგრადიული ან ატეროგრადიული ამნეზიის მწვავე ფორმას;

·         ფიქსაციურიარცერთი ინფორმაცია არ ინახება გონებაში, ამიტომ პაციენტს არ შეუძლია მისი გადმოცემა;

·         პერფორაციულიპაციენტი ნაწილობრივ იმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას;

·         დისოცირებულიპაციენტს ავიწყდება მხოლოდ ის ფაქტები, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის იმ ნაწილების  დაზიანების გამო, რომლებიც მეხსიერებაზე აგებენ პასუხს. დაზიანების მიზეზები შეიძლება იყოს:

·         თავის ტრამვები;

·         სხვადასხვა დაავადებები (ინსულტიეპილეპსიაენცეფალიტი, სიმსივნე, ფსიქიკური დაავადებები);

·         აუტოიმუნური დარღვევები;

·         ორგანიზმის მოწამვლა (ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ნივთიერებებით);

·         ფსიქოლოგიური ფაქტორები, დამთრგუნველი მოგონებები რომელიმე ტრამვის შესახებ;

·         თავის ტვინის წვრილი არტერიების ოკლუზია (ათეროსკლეროზის დროს);

·         ჟანგბადის უკმარისობა დიდი ხნის მანძილზე.

 

ამნეზიის სიმპტომები

ამნეზიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         მეხსიერების არევა;

·         დროსა და სივრცეში დაკარგვის სიმპტომი;

·         დროის გარკვეულ მანძილზე მეხსიერების არქონა.

 

დიაგნოსტიკა

მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ნერვოლოგის და ფსიქოლოგის კონსულტაცია. დიაგნოსტიკაში შედის:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         ელექტროენცეფალოგრაფია;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მეხსიერების ფუნქციის გახანგრძლივების სპეციალური ტესტები.

 

ამნეზიის მკურნალობა

სამკურნალოდ აუცილებელია:

·         ნეიროპროტექტორები;

·         ვიტამინოთერაპია;

·         შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა;

·         დიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის დონის კონტროლი;

·         მეხსიერების დაკარგვის გამომწვევი მთავარი დაავადების მკურნალობა.

 

დიეტა

ტვინის მეხსიერების ფუნქციის გასაუმჯობესებლად რაციონში რეკომენდირებულია შედიოდეს:

·         ბერძნული თხილი;

·         შავი შოკოლადი;

·         ისპანახი;

·         ბროკოლი;

·         პომიდორი;

·         მოცვი;

·         ვაშლი;

·         მსხალი;

·         ატამი;

·         თაფლი;

·         წიწიბურას და შვრიის ფაფები;

·         კვერცხი;

·         უცხიმო რძის პროდუქტები და რძე;

·         ცხიმიანი თევზი;

·         საქონლის ხორცი.

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის აღსაკვეთი პირველადი პროფილაქტიკური მეთოდები არ არსებობს.