ამილოიდოზი

ამილოიდოზი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილში განსაკუთრებული ცილის (ამილოიდი) დაგროვება, რომელიც ორგანიზმში ნორმალური მდგომარეობისას არ არის. ის აზიანებს შინაგან ორგანოებს, კანის საფარს.

 

გამოყოფენ დაავდების შემდეგ ტიპებს:

·         პირველადი ამილოიდოზიცალკეული დაავადება;

·         მეორადი ამილოიდოზიზოგიერთი დაავადების გართულება (ტუბერკულოზი, რევმატოიდული ართრიტი);

·         მემკვიდრეობითი ამილოიდოზი;

·         ადგილობრივი ამილოიდოზიწარმოიქმენება შესიებულ ადგილებში;

·         ჰემოდიალიზის პირობებში წარმოქმნილი ამილოიდოზი.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ქსოვილებში ამილოიდის განთავსებით.
ამილოიდოზის მიზეზებია
:

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ქრონიკურლი ანთებითი დაავადებების გართულება (ძვლების ინფექციური დაავადება, მალარია, ლეპრა);

·         დაავადებები, რომლებსაც მივყავართ უჯრედოვანი შემადგენლობის ცვლილებამდე (მრავლობითი მიელომა);

·         ჰემოდიალიზის პროცედურა.

 

ამილოიდოზის სიმპტომები

 

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         ენის გადიდება, გურლის რევა, დიარეა ან ყაბზობა, ყლაპვის ფუნქციის დარღვევა – კუჭ-ნალავის ტრაქტის ორგანოების ამილოიდოზი;

·         არითმია, გულის გამტარობის დარღვევა, მიოკარდის კეროვანი დაზიანებები - გულის ამილოიდოზი;

·         ჩხვლეტა კიდურებში, მგრძნობელობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ხშირი თავბრუს ხვევა, განავლის შეუკავებლობა, შარდის შეუკავებლობა - ნერვული სისტემის ამილოიდოზი;

·         თითების გათიშვა, დაბუჟებისა და ჩხვლეტის თანხლებით, პოლიართრიტი, სახსრების შეშუპება - მყესებისა და ხრტილოვანი ნაწილის ამილოიდოზი;

·         ხშირი ბრონქიტი, ხმის ჩახლეჩა - სასუნთქი ორგანოების ამილოიდოზი;  

·         კანზე ბუშტუკების და გამონაყარის გაჩენა, თვალის გარშემო სისხლჩაქცევები - კანის ამილოიდოზი.

 

დიაგნოსტიკა

 

ამილოიდოზის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-რევმატოლოგი ატარებს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს და ნიშნავს დაზიანებული ორგანოების გამოკვლევას:

·         რენტგენოგრაფია;

·         ექოკარდიოგრამა;

·         ბიოპსია;

·         ფუნქციონალური კლინიკური სინჯები.

 

ამილოიდოზის მკურნალობა

 

მკურნალობა მოიცავს:

·         პირველადი დაავადების მკურნალობას;

·         იმუნოდეპრესანტებს;

·         სისხლის გადასხმას;

·         პოლივიტამინებს;

·         დიურეტიკებს;

·         ოპერატიულ მკურნალობას (ტრანსპლანტაცია, დაზიანებული ორგანოს მოშორება).

თირკმელის ამელოიდოიზის მკურნალობა მოიაზრებს ქირურგიულ ჩარევას (თირკმლის ტრანსპლანტაციას).

 

დიეტა

 

მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა, რომლის დროსაც რაციონში შედის სახამებლით, კალიუმის მარილით, C ვიტამინით მდიდარი პროდუქტი და ეზღუდებათ საკვები მარილის მოხმარება, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2 გრ.

 

საშიშროება

 

მკურნალობის არარსებობამ შეისაძლოა გამოიწყვიოს შემდეგი გართულებები:

·         გულის უკმარისობა;

·         თირკმლის უკმარისობა;

·         ღვიძლის უკმარისობა;

·         ურემია.

შეიძლება სიტუაცია ლეტალური შედეგით დასრულდეს.

 

პროფილაქტიკა

 

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         დროულად მოხდეს ანთებითი ტიპის დაავადებების მკურნალობა.