ალვეოლიტი

ალვეოლიტი  კბილბუდის, ღრმულის, ბუშტუკის ანთება.

 

გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:

·         ფიბროზირებადი იდიოპათიური ალვეოლიტი (წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია);

·         ფიბროზირებადი ტოქსიკური ალვეოლიტი (წარმოიშობა ინტოქსიკაციის შედეგად);

·         ფიბროზირებადი ალერგიული ალვეოლიტი (წარმოიშობა ალერგენთან ურთიერთქმედების გშედეგად).

 

მიზეზები

 

დაავადება წარმოიშობა ალვეოლების და ფილტვის ქსოვილის ორმხრივი ანთების შედეგად. ალვეოლიტს შესაძლოა ახლდეს ფილტვის ფიბროზი.

დაავადების წარმოშბის მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ვირუსები (ჰერპესის ვირუსი, ადენოვირული, С ჰეპატიტის ვირუსი);

·         გასტროეზოფაგული რეფლუქსი;

·         დაბინძურებული გარემო;

·         ალერგენებთან ურთიერთქმედება (მტვერი, ცხოველის ბეწვი, კოსმეტიკური საშუალებები, სამკურნალო მედიკამენტები და სხვა);

·         ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;

·         მკერდის ქსოვილის რადიოაქტიური დასხივება;

·         მოწევა.

ბავშვებში გავრცელებულია ტოქსიკური და ალერგიული ტიპის ალვეოლიტები.

 

ალვეოლიტის სიმპტომები

 

ალვეოლიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         მუდმივი ქოშინი, გაძლიერებული საკვების მიღებისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;

·         მკერდის ქვედა ჯირკვლების ტკივილი;

·         კუნთებისა და სახსრების ტკივილი;

·         წონის მკვეთრი დაგდება;

·         თითების დამაბოლოვებელი ფალანგების გადიდება;

·         საერთო სისუტე.

 

დიაგნოსტიკა

 

მკურნალობის დასადგენად ექიმი-პულმოლოგი ატარებს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         ფილტვების რენტგენოგრაფიას;

·         ბრონქოსკოპიას;

·         ფილტვების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

·         ჰისტოლოგიურ გამოკვლევას;

·         ფილტვის ბიოპსიას;

·         კანის, პროვოკაციულ სინჯებს.

 

ალვეოლიტის მკურნალობა

 

დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:

·         ციტოსტატიკები;

·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;

·         ჟანგბადის თერაპია;

·         მკერდის ქსოვილის მასაჟი;

·         სუნთქვითი ვარჯიშები.

კონსერვატორული ტიპის მკურნალობის არაეფექტურობისა და დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის გადანერგვა.

 

საშიშროება

 

ალვეოლიტის დროულად გამოვლენის და მკურნალობის არ არსებობის პირობებში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი მძიმე დაავადებები როგორიცაა:

·         ფილტვების ემფიეზმა;

·         გულის დასიება;

·         ფილტვების შეშუპება;

·         ფილტვების უკმარისობა;

·         გულის უკმარისობა.

არსებობს ლეტალური შედეგის დიდი ალბათობა.

 

რისკის ჯგუფი

 

რისკის ჯგუფს წარმოადგენს:

·         მამაკაცები;

·         50 წელს გადაშორებული ადამიანები;

·         ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანები;

·         ადამიანები, რომლებიც ინდუსტრიულ ან დაბინძურებულ რაიონებში ცხოვრობენ.

 

პროფილაქტიკა

 

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ფილტვების დაავადების დროული მკურნალობა;

·         ტოქსიკურ, ქიმიურ და ალერგენულ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;

·         სუნთქვითი ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;

·         მოწევაზე უარის თქმა.