ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი დაავადება, რომლსაც ახასიათებს სპირტიანი სასმელების სისტემატიური მიღება დოზებით, რაც იწვევს თრობას. წარმოადგენს ნარკომანიის ერთ-ერთ სახეობას. ალკოჰოლური დამოკიდებულება შეიძლება იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიქმნება ალკოჰოლის ხშირი და უზომოდ დიდი რაოდენობით მიღების მავნე ჩვევისგან. ალკოჰოლიზმის მიზეზებია:

·         ფიზიოლოგიური (გენეტიკური მიდრეკილება);

·         სოციალური (გარშემო მყოფი ადამიანების ნეგატიური გავლენა, პრობლემები ოჯახში, უსიამოვნებები სამსახურში);

·         ფსიქოლოგიური (ცხოვრებისეული რთული სიტუაციების მიმართ არამდგრადობა, შიშები, დეპრესია).

 

ალკოჰოლიზმის სიმპტომები

·         ალკოჰოლური სასმელების მუდმივად გამოყენების სურვილი;

·         აგრესიულობა;

·         გაღიზიანებულობა;

·         გამოყენებული ალკოჰოლის რაოდენობის მუდმივად გაზრდა;

·         რეტროგრადული (ნაწილობრივი) ამნეზიის გაჩენა;

·         ფსიქოზი;

·         ჰალუცინაცია;

·         აბსტინენტული სინდრომი (ბახუსი);

 

დიაგნოსტიკა

ალკოჰოლიზმისგან განკურნების დასადგენად ექიმი-ნარკოლოგი ატარებს შემდეგ პროცედურებს: 

·         პაციენტის საერთო დათვალიერება;

·         სისხლის ანალიზი;

·         შარდის ანალიზი.

 

ალკოჰოლიზმის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         პრეპარატების მიღებას, რომლებიც აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან გამოჰყავთ ეთანოლი;

·         ავერსიულ თერაპიას;

·         ფსიქოთერაპიას;

·         სოციალურ რეაბილიტაციას;

·         დეტოქსიკაციურ თერაპიას.

ქალთა ალკოჰოლიზმი 99%-ით არ ექვემდებარება განკურნებას.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ შემდეგი პროდუქტები:

·         რაფინირებული ნახშირწყლები (შაქარი, ტკბილეული, თეთრი პური, მსუყე საკვები);

·         კოფეინი (კაკაო, ყავა, შოკოლადი, კოლა).

რაციონში უნდა იყოს:

·         ციტრუსი;

·         შავი მოცვი, ქაცვი, წითელი მოცვი;

·         თაფლი;

·         ვაშლი;

·         მწვანილი;

·         ზღვის და ყვავილოვანი კომბოსტო;

·         ნიორი, ხახვი.

 

საშიშროება

·         აფექტური გაღიზიანება (დეპრესია, ხასიათის ხშირი ცვლა);

·         ტვინის ფუნქციის დარღვევა;

·         სმენის და მხედველობის სისტემის ატროფია;

·         გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევა;

·         სასუნთქი ორგანოების დაზიანება;

·         კუჭის, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მოშლა;

·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა.

 

რისკის ჯგუფი

·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ბავშვები;

·         ქალები;

·         არამყარი ფსიქიკის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         მიღებული სასმელის რაოდენობის კონტროლი;

·         პრობლელმებისგან თავის დასაღწევ საშუალებად ალკოჰოლის გამოყენების დაუშვებლობა;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·         ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა, თუ სანათესაოში ვინმე ალკოჰოლიზმით არის ავად.