ალალია

ალალია დაავადება, მეტყველების სისტემური განუვითარებლობის სიმპტომით, რომლის დროსაც ირღვევა საუბრის ყველა კომპონენტი (ფონეტიკურ-ფონემატიკური, ლექსიკო-გრამატიკული წყობა). წარმოადგენს მეტყველების დაქვეითების ერთ-ერთ მძიმე ფორმას.

 

გამოიყოფა ალალიის შემდეგი სახეობები:

·         სენსორული ალალიაავადმყოფს უჩნდება ხმოვანი საუბრის გაგების პრობლემა;

·         მოტორული ალალიაავადმყოფი სრულად ან ნაწილობრივ იგებს ხმოვან საუბარს, მაგრამ არ შეუძლია საკუთარი აზრისა და ემოციების გამოხვატვა.

 

მიზეზები

დაავადების გაჩენის მიზეზს წარმოადგენს თავის ტვინის გარკვეულ ნაწილში უჯრედების მომწიფების დაგვიანებული პროცესი. ამ ყველაფერს მივყავართ ტვინის სისტემათაშორისი კავშირების დარღვევამდე, რაც აუცილებელია მეტყველების დროული და სრულფასოვანი განვითარებისთვის.

ალალიის მთავარი მიზეზიცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება ფეხმძიმობისას განვითარებული პათოლოგიის ან მშობიარობის მიმდინარეობის დროს. 

ბავშვს ალალიის განვითარება ემუქრება, თუ დედას:

·         ჰქონდა საშვილოსნოს მუდმივი ჰიპერტონუსი;

·         მოუხდა სწრაფი ან ნაადრევი მშობიარობა;

·         ედგა ფეხმძიმობის გადაუტანლობის საფრთხე;

·         ანამნეზში აღენიშნებოდა მუცლის მოშლა;

·         გადატანილი აქვს მწვავე ვირუსული დაავადებები;

·         აღენიშნებოდა ჰორმონალური ფონის დარღვევა.

 

ალალიის სიმპტომები

·         სმენითი მეხსიერების დაბალი დონე;

·         ხმოვან საუბარზე რეაქციის არქონა;

·         ფონემების გარჩევის შეუძლებლობა;

·         მეტყველების ნაგვიანევად განვითარება;

·         მეტყველების გრამატიკის დარღვევა;

·         სიტყვებში ხმოვნების შეცვლა;

·         საგნის დასახელების შეუძლებლობა, საგანსა და სახელს შორის კავშირის დამყარების პრობლემა.

 

დიაგნოსტიკა

ალალიის დიაგნოსტიკას აკეთბს ექიმი-ლოგოპედი. სპეციალური ტესტების საშუალებით, ის ახდენს სმენის, მეტყველების და ინტელექტუალური განვითარების დონის შემოწმებას,.

დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს ნერვოლოგის კონსულტაცია, რომელიც დანიშნავს ელექტროენციფალოგრამას.

 

ალალიის მკურნალობა

ალალიის აუცილებელი მკურნალობა მიმდინარეობს ლოგოპედის, ბავშვთა ნერვოლოგის და პედიატრის მონაწილეობით, რაც ასევე მოიცავს:

·         პრეპარატებს, რომლებიც ზემოქმედებენ თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლაზე;

·         ვიტამინოთერაპიას;

·         ლოგოპედიურ ვარჯიშებს.

 

საშიშროება

თუ დროულად არ დადგინდება ალალიის მკურნალობის მეთოდი, დიდია იმის რისკი, რომ ბავშვი ჩამორჩენილი განვითარების იყოს.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები:

·         რომლებსაც მშობიარობის დროს გადატანილი აქვთ ასფიქსია, ქალა-ტვინის ტრამვები;

·         რომლებსაც მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი აქვთ ენცეფალიტი, მენინგიტი, ინტოქსიკაცია.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ფეხმძიმობის პერიოდის ნორმალურად წარმართვის კონტროლი;

·         ბავშვის ძუძუს რძით კვების პერიოდის გახანგრძლივება;

·         ბავშვის ორგანიზმში განვითარებული ინფექციური დაავადებების სწრაფი მკურნალობა.