აკრომეგალია

აკრომეგალია დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხეულის ცალკეული ნაწილების პათოლოგიური გადიდება, რაც სომატოტროპული ჰორმონის გაზრდილი გამოყოფის შედეგია. აკრომეგალია ვითარდება ასაკოვან პერიოდში, ფიზიოლოგიური ზრდის დასრულებისას (ძვლების ზრდის დახურულ ზონებში).


მიზეზები

 

·         ადენომა (სიმსივნე) ჰიპოფიზა;

·         ქალა-ტვინის ტრამვა;

·         ჰორმონების გამომუშავების მასტიმულირებელი კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა.

 

სიმპტომები

 

·         თეძოების ქვედა ნაწილის გადიდება, ყვრიმალების ძვლების გადიდება, წარბზედა ნაწილის გადიდება;

·         ყურების, ცხვირის, ტუჩების ჰიპერტროფია;

·         სახის ნაკვთების დარღვევა;

·         კბილების ნაჭდევის ფორმის შეცვლა (კბილებს შორის ნაპრალების გაჩენა);

·         ხმის ჩახლეჩა, დასუსტება;

·         თავის ქალის, ძვლების, ტერფების გადიდება;

·         ხერხემლის გამრუდება;

·         სარძევე ჯირკვლების გადიდება;

·         ნეკნებს შორის მანძილების გადიდება;

·         სახსრების დეფორმაცია;

·         სახსრების მოძრაობის გაუარესება;

·         ჭარბი ოფლიანობა, ცხიმიანობა;

·         კანის გამაგრება და გასქელება;

·         კუნთების დისტროფია;

·         მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა (ქალბატონებში);

·         უნაყოფობა;

·         სქესობრივი პოტენციის დავარდნა (მამაკაცებში);

·         თავბრუს ხვევა;

·         საერთო სისუსტე;

·         სმენის დაქვეითება;

·         კიდურების გათიშვა.

 

დიაგნოსტიკა

 

დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         თავის ქალის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

·         თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         თავის ქალის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

აკრომეგალიის მკურნალობა

 

·         ზრდის ჰორმონის დამასუსტებელი პრეპარატები;

·         ოპერატიული მკურნალობა (ტვინის სიმსივნის მოცილება);

·         ჰოპოფიზის გამა ან სხივური მკურნალობა.

 

საშიშროება

 

აუცილებელი მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:

·         გულის უკმარისობა;

·         მიოკარდიოდისტორფია;

·         არტერიული ჰიპერტონია;

·         შაქრის დიაბეტი;

·         ფილტვების ემფიზემა;

·         ღვიძლის დისტორფია;

·         საშვილოსნოს მიომა;

·         კვანძოვან-დიფუზიური წანაზარდები;

·         საკვერხეების პოლიკისტოზი;

·         თირკმელზედა ჰიპერპლაზია;

·         ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფარისებრი ჯირკვლის დასიება.

შესაძლოა სიკვდილიანობა.

 

პროფილაქტიკა

 

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         თავის ტვინის ტრამვებისგან დაცვა;

·         ცხვირ-ხახის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ჰორმონების დონის კონტროლი.