აივ-ინფექცია

აივ-ინფექცია დაავადება, რომლის პროვოცირებაც ხდება იმუნოდეფიციტის ვირუსით და მკვეთრად ასუსტებს ორგანიზმის დამცავ სისტემას.

 

დღეისათვის გამოყოფენ:

·         აივ-1 (გავრცელებული ვირუსი, აივ-ინფექციის მთავარი მაპროვოცირებელი);

·         აივ-2 (ნაკლებად გავრცელებული ვირუსი, ძირითადად დასავლეთ აფრიკაში გვხვდება).

 

აივ-ინფექციას აქვს დაავადების განვითარების 5 სტადია:  

·         ინკუბაციის სტადია;

·         პირველადი გამოვლინების სტადია;

·         ლატენტური სტადია;

·         მეორადი დაავადებების სტადია

·         ტერმინალური სტადია (შიდსი).

 

მიზეზები

 

დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც სისხლში მოხვედრისას ანადგურებს იმუნურ სხეულებს, რითაც ასუსტებს ორგანიზმის დამცავ სისტემას.

აივ-ინფექციით დაავადება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

·         სქესობრივი აქტის დროს;

·         მშობიარობისას დედისგან გადადის შვილზე;

·         ბავშვის ძუძუთი კვების დროს;

·         დაავადებულის მიერ გამოყენებული ნემსით სარგებლობისას;

·         პირსინგისა და ტატუს გაკეთებისას არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით.

აივ-ინფექცია არ გადადის კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით.

 

სიმპტომები

 

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ციებ-ცხელება, გამონაყარი კანზე, ფარინგიტი, დიარეა, ჰერპესი, სოკოვანი ინფექციები (პირველადი გამოვლინების სტადია);

·         ლიმფური კვანძების გადიდება (ლატენტური სტადია);

·         ვირუსული, ბაქტერიალური, სოკოვანი დაავადებები, ავთვისებიანი წარმონაქმნები (მეორადი დაავადებების გამოვლენის სტადია).

 

დიაგნოსტიკა

 

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-იფექციონისტი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;

·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერულ-ჯაჭვური რეაქცია);

·         სეროლოგიურ გამოკვლევას;

·         ვირუსოლოგიურ გამოკვლევას.

 

მკურნალობა

 

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         მეორადი ინფექციების მკურნალობას (ანტიბაქტერიალური, სოკოს საწინააღმდეგო, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები);

·         ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს;

·         ვიტამინებს;

·         ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს;

·         ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს.

იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღება აკრძალულია, რადგან ისინი ახდენენ დაავადების განვითარების პროვოცირებას.

 

საშიშროება

 

აივ-იფექცია საშიშია იმით, რომ დასუსტებული იმუნიტეტის გამო, დაავადებული მიდრეკილია ნებისმიერი ინფექციისადმი. დაავადების ბოლო სტადია არის შიდსი, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე.

 

რისკის ჯგუფი

 

რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:

·         ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;

·         ადამიანები, რომლებიც სქესობრივი კავშირის დროს არ იცავენ თავს;

·         ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სისხლის ხშირად გადასხმა;

·         ინფექციით დაავადებული დედისგან შობილი ბავშვები;

·         სამედიცინო სფეროს მუშაკები.

 

პროფილაქტიკა

 

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         სქესობრივი კავშირის დროს თავის დაცვა;

·         სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა;

·         ერთჯერადი შპრიცის ხელმეორედ გამოყენების გამორიცხვა;

·         სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია, ყოველი გამოყენების წინ.