აეროტიტი

 

 

 

აეროოტიტი – არის შუა ყურის ლორწოვანი გარსის ან მისი ელემენტების ანთება, რომელიც ვითარდება ბაროტრავმის შედეგად (ჰაერის შემცველი ორგანოების კედლების მექანიკური დაზიანება). აეროოტიტიმფრინავების და მყვინთავების პროფესიონალური დაავადებაა, თუმცა შეიძლება იყოს არაპროფესიონალური დაავადებაც. 


მიზეზები

აეროოტიტის მიზეზებია:

·                     წნევის ცვლილება, რის შედეგადაც შუა ყურში წარმოიქმნება დაჭიმულობა ან დაფის აპკის გაბერვა;

·                     მექანიკური ტრამვები, რის გამოც ხდება დაფის აპკის სტრუქტურის მიკრო ან მაკრო დაზიანება და მისი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევა.

აეროოტიტის განვითარებას ხელს უწყობს:

·                     გაციება;

·                     ალერგია;

·                     ცხვირით სუნთქვის გართულება;

·                     იმუნიტეტის დასუსტება.

 

აეროოტიტის სიმპტომები

აეროოტიტის სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:

·                     ყურის ტკივილი;

·                     ყურის დაგუბება;

·                     სმენის დაქვეითება;

·                     გამოხატული სიყრუე;

·                     ვესტიბულარული დისფუნქცია;

·                     თავბრუსხვევა;

·                     მდგრადი სიყრუე, რომელმაც შეიძლება გამოჯანმრთლების შემთხვევაში გაიაროს;

·                     მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;

·                     ტემპერატურის აწევა;

·                     ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:

·                     ოტოლარინგოლოგთან შემოწმება;

·                     ენდოსკოპიური გამოკვლევა;

·                     ყურის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·                     ბაქტერიოლოგიური დათესვა;

·                     ყურის ან ფილტვის ნაწილის რენტგენოგრაფია.

 

აეროოტიტის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·                     სასმენ ხვრელში სპირტიანი ხსნარის ტამპონის შეყვანას;

·                     ანტიბიოტიკების მიღებას;

·                     სასმენ მილში პოლიცენტრის მიმართულებით ჰაერის დაბერვას;

·                     ქირურგიულ ჩარევას;

·                     მირინგოპლასტიკას;

·                     ტიმპანოპლასტიკას;

·                     რეკონსტრუქციულ ოპერაციებს (სასმენი ნიჟარის იმპლანტაცია, სტაპედოპლასტიკა);

·                     პაციენტების სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ მათი სამუშაო უკავშირდება ფრენას, წყალქვეშა საქმიანობას, მიწიდან 20 მეტრზე ზემოთ ასვლას და ა.შ.

 

საშიშროება

აეროოტიტი გართულებების გარეშე და სრულად იკურნება, ხდება სმენის აღდგენაც.  მე-3 და მე-4 ხარისხის აეროოტიტმა შეიძლება მიგვიყვანოს ყურის დაფის აპკზე ნახვრეტების გაჩენამდე, რაც სრული სიყრუით და შესიებული წარმონაქმნების გაჩენით მთავრდება.
აეროოტიტის გართულებები იყოფა მათი სირთულის მიხედვით:

·                     მსუბუქი (სერიოზული ანთბითი პროცესის თანხლებით);

·                     საშუალო (ჩირქოვანი ოტიტის თანხლებით);

·                     მძიმე სტადია (კატარალური და ჩირქოვანი ლაბირინტიტის განვითარება).

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია

·                     გადაციებისგან თავის დაცვა;

·                     გაციების და ანთებით პროცესების დროული მკურნალობა;

·                     იმ პაციენტების მხრიდან სამუშაოზე უარის თქმა, რომელთა პროფესიული საქმიანობა იწვევს აეროტიტს;

·                     ჯანსაღი ცხოვრების წესი;

·                     ოტოლარინგოლოგთან რეგულარული ვიზიტი.