ადამიანის პაპილომას ვირუსი


ადამიანის პაპილომას ვირუსი დაავადება, რომელიც კანზე ჩნდება მეჭეჭებისა და პაპილომების სახით. მეჭეჭები შეიძლება გაჩნდეს შინაგან ორგანოებზეც (ყველაზე ხშირად შარდის ბუშტზე და ხმის იოგებზე).

პაპილომას ვირუსი ქალების უფრო აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. დამტკიცებულია, რომ დედამიწაზე ყოველი მეორე ქალი ეჯახება ამ პრობლემას.

დღეისათვის გამოიყოფა ვირუსის 100-ზე მეტი ნაირსახეობა. ვირუსი შეიძლება დაიყოს ჯგუფებად:

·         დაბალი რისკის ჯგუფი (ადამიანის პაპილომას ვირუსი 6, 11);

·         მაღალი რისკის ჯგუფი (ადამიანის პაპილომას ვირუსი 16, 18, 31, 33, 35), რაც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს.

 

მიზეზები

ვირუსი გადადის კანთან ან ლორწოვან გარსთან შეხებისას. დაავადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ვირუსის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტი.

დაავადების წარმოშობაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

·         დაბალი იმუნიტეტი;

·         ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სხვადასხვა ზომის მეჭეჭების  (პაპილომების) წარმოქმნა;

·         კონდილომების წარმოქმნა - ვარდისფერი შეფერილობის წანაზარდები;

·         ტკივილისა და წვის შეგრძნება გენიტალიის არეში;

·         საზარდულის არეში ლიმფური კვანძების გადიდება.

დაავადების სირთულე იმაშია, რომ ის შეიძლება მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე, ანუ ვირუსი არ ვლინდება კანზე, ის არის კანის სიღრმეში და ლორწოვან გარსში.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ვენეროლოგი ატარებს:

·         ციტოლოგიურ გამოკვლევას;

·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის, მოლეკურალრული დიაგნოსტიკა);

·         ბიოფსიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობას ატარებს ექიმი-ვენეროლოგი, უროლგი მკურნალობს მამაკაცებში სასქესო ორგანოებზე არსებულ ვირუსს, გინეკოლოგი - ქალებში, პროქტოლოგი - უკანა ტანის, ანუსის არეში.

მკურნალობა მოიცავს:

·         წარმონაქმნების ლაზერული გზით მოცილებას;

·         ელექტროკოაგულაციას (მაღალი ტემპერატურით მოციელბა);

·         ინტერფერონის ბლოკდას;

·         წანაზარდების რადიოტალღური გზით მოცილებას.

პაპილომას ვირუსის მე-16 და მე-18 ტიპები არ ექვემდებარება მკურნალობას.

 

საშიშროება

ადამიანის პაპილომას ვირუსი მამაკაცებში ნაკლებ საშიშია, ვიდრე ქალებში. მაღალი რისკის ჯგუფის ვირუსი იწვევს კიბოს დაავადების განვითარებას:

·         ქალებშისაშვილოსნოს ყელის კიბოს;

·         მამაკაცებშისასქესო ორგანოს კიბოს.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ადამიანები, რომლებმაც სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყეს;

·         ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან პარტნიორს.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაცია «გარდასილით»;

·         იმუნიტეტის გაძლიერება.