ზურგზე წოლა ფეხმძიმე ქალებისთვის აკრძალულია


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ფეხმძიმობის დროს ქალებისთვის ზურგზე წოლა აკრძალულია, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს მკვდარი ბავშვის დაბადება. 


ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ოკლენდიდან. კლინიცისტებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია აღნიშნული პოზის უარყოფითი გავლენა სასუნთქ სისტემაზე. საუბარია ისეთ გართულებებზე, როგორიცაა :  ხვრინვა და ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ასეთივე გართულებები შეიძლება წარმოიშვას ფეხმძიმობის დროსაც. 


ამას გარდა, რამოდენიმე წლის წინ, უკვე დამტკიცებული იყო ზურგზე წოლის მავნე გავლენა მომვალი დედების ძილიანობასა და გულ-სისხლძღარღვთა სისტემაზე.  აღნიშნულ პოზაში წოლა იწვევს სისხლის რაოდენობის კლებას, რომელიც გულის მეშვეობით გადაიცემა ერთი წუთის მანძილზე - ეს კი უარყოფითად მოქმედებს საშვილოსნოსთვის სისხლის მიწოდებაზე. ამის ფონზე ასევე იზღუდება ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდება. ბოლო სამეცნიერო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ასეთ პოზაში ძილის შედეგი გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.  
მეცნიერები გაეცნენ 150-ზე მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ძილის ჩვევას, რომლებსაც მკვდარი ბავშვები შეეძინათ და ასევე 600 მოხალისეს ძილის ჩვევას, რომლებსაც ჯანმრთელი შვილები ჰყავდათ. როგორც აღმოჩნდა, ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში ზურგზე წოლა და ძილი, კონკრტულად კი 28 კვირის შემდეგ, ზრდის ნაყოფის სიკდვილის შანსს 4%-ით, და ეს სხვა სარისკო ფაქტორების გავლენისგან დამოუკიდებლად. გაცილებით არასასურველი პროგნოზი აქვთ იმ ფეხმძიმე ქალბატონებს, რომლებსაც ზურგზე ძინავთ ფეხმძიმობის 37 კვირის შემდეგ.  
ეს იმით აიხსნება, რომ სწორედ ამ პერიოდში ნაყოფი ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადია სარისკო ფაქტორების მიმართ. 

ჩატარებული კვლევების ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ კვლევის შედეგად გამოვლენილი «კარგი ამბავი» არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონებისა და განსაკუთრებით მომავალი დედების ინფორმირების შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქალების უმრავლესობამ იცის ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ რატომღაც სერიოზულად არ აღიქვამენ და სათანადო ყურადღებასაც არ აქცევენ. არადა ყველაფერი მათ ხელშია, საკუარი მონდომებით და ყურადღების გამოჩენით, მათ შეუძლიათ საკმაოდ შეამცირონ ნაყოფის სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ ძილის კომფორტული პირობების შექმნა.