ზეითუნის ზეთი - მრავალი დაავადების მკურნალი
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ზეითუნის ზეთის სამშობლოში, ძველ საბერძნეთში უხსვარი დროიდან მას არამრატო საკვებად, არამედ სხვადასხვა კოსმეტიკური და სამკურნალო მიზნით. მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჰიპოკრატე ზეითუნის ზეთს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
ზეითუნის ზეთის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს დროში საუბრობდნენ ექიმები, დღეს კი ეს ყველაფერი მეცნიერულად დამტკიცებულია მისი თვისებების ანალიზიდან გამომდინარე. კუჭ-ნაწლავზე ზეითუნის ზეთის დადებითი მოქმედება განპირობებულია მასში ოლეინის მჟავას დიდი შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების შეწოვას და მაით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ამიტომ, ზეითუნის ზეთის გამოყენება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ათეროსკლეროზი და მაღალი არტერიული წნევა.
ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში ასევე შედის ლინოლინის მჟავა, რომელიც ხდელს უწყობს ნაიარევის სწრაფად მოშუშებას. გარდა ამისა, ზეთისხილში შემავალი სხვა მჟავები, ცხიმმჟავები და ანტიოქსიდანტები რეგულარული გამოყენების პირობებში ხელს უწყობენ ორგანიზმის განახლების პროცესს, რაც ებრძვის დაბერებას
ზეითუნის ზეთის მნიშვნელოვან თვისებებს მიეკუთვნება მისი თვისება დააკაოს კალციუმი ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის გამყარებას და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბევრი სასარგებლო თვისების მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანისთვის ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება. პირველ რიგში მათთვის, ვისაც აწუხებს ნაღვლმდენი არხების პრობლემები, რადგან ზეითუნის ზეთს ახასიათებს გამოკვეთილი ნაღვლმდენი თვისებები. ამასთან, ზეითუნის ზეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მცენარეული ზეთი, წარმოადგენს ძალიან კალორიულ პროდუქტს, შესაბამისად, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ძალიან მცირე რაოდენობით.
აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საკვებ რაციონში ზეითუნის ზეთის გამოყენებისას ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავათბოთ ან ტაფაზე გავაცხელოთ, რადგან ამ დროს მას ყველანაირი დადებითი თვისება ეკარგება და ხდება ჩვეულებრივი კულინარიული ცხიმი.
ზეითუნის ზეთი სასარგებლოა არამარტო მისი შინაგანი, არამედ გარეგანი მიღების დროსაც. რამდენადაც ზეითუნის ზეთს გამაახალგაზრდავებელი, დამარბილებელი და დამატენიანებელი თვისებები აქვს, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებში.