ბალნეოლოგიურ სპა კურორტში უკვე ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევაა შესაძლებელი
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
სიახლე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში - PRIMUS დენსიტომეტრიის ყველაზე თანამედროვე აპარატი – ორმაგი ენერგეტიკული რენტგენო აბსორბციომეტრით (DEXA-Hologic).
დენსიტომეტრია - ეს არის ყველაზე ზუსტი კვლევა ძვლის მინერალური სიმკვრივის განსასაზღვრად. აპარატი საშუალებას გვაძლევს ინვაზიის გარეშე სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი.
კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია:
- ქალებისთვის - 50წლის ასაკში
- მამაკაცებისათვის 60 წლის ასაკიდან
- ასევე, ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა რისკ ფაქტორები: სტეროიდების ხანგრძლივი მიღება (3 თვე და მეტი)
- ტოქსიკური ჩიყვი
- თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
- ხშირი მოტეხილობა
- ტანდეგობის შეცვლა
- სიმაღლეში კლება
- ოსტეოპოროზით დამძიმებული მემკვიდრეობა
- მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლისა და კოფეინიანი სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება და სხვა
თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას: პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს; გამაჯანსაღებელ; სარეაბილიტაციო; სარელაქსაციო პროცედურებს.
ექიმებთან ვიზიტზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი