"ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ..."


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

"ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ..." ანტუან სენტ ეგზიუპერი

 

ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები...

ნანახი, გაგონილი, განცდილი, გამოვლილი...

ცხოვრების წესი... მოქმედების არეალი...

თამაშისა და გართობის ფორმები...

ურთიერთობა და დამოკიდებულება თანატოლებთან...

შეხედულებების და მოთხოვნილებების გადმოცემის უნარი და საშუალება...

უფროსების დამოკიდებულება ბავშვის თვალსაწიერისადმი და ინტერესებისადმი...

 

ეს ის ფაქტორებია, რაც მომავალი პიროვნებების ფორმირებას, მათი სულიერი სამყაროს სიმდიდრეს, ფასეულობების დადგენას განსაზღვრავს. ეს ის მთავარი პრინციპები და "დებულებებია", რაზეც მსახიობ მარიამ ჯოლოგუას ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია "Et Cetera..." დგას.

ბავშვთა ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანსაღი სხეული არაა. შინაგან სიჯანსაღეს გაცილებით მეტი ზრუნვა სჭირდება.

ჩვენ ვიღწვით ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვობისათვის და ჯანსაღი პიროვნებების ჩამოყალიბებისათვის. "Et Cetera..."