ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრებისთვის
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
საშიშია თუ არა ეს პროცედურა? ამ შეკითხვას სტომატოლოგებს ხშირად უსვამენ. ყველას უნდა კბილების გათეთრება, თუმცა ტკივილი აშინებთ. სტომატოლოგებს კი ეს შეკითხვა ღიმილისმომგვრელია, რადგან საშიშია სრულიადაც არ არის კბილების გათეთრება. პროცედურა არ აზიანებს არც კბილის ზედაპირს და არც აფუჭებს მათ.
სინამდვილეში მათეთრებელი საშუალებები გავლენას ახდენს არა თავად კბილის მინანქარზე, არამედ დენტინზე. რა ბუნებრივი ფერიც აქვს ადამიანს, გათეთრების შემდეგ იმ ფერს იღებს. ამიტომ მათი ფერი განსხვავდება ადამიანებში.
თუ გსურთ თვალის მომჭრელი ღიმილი გქონდეთ, უნდა მიმართოთ სტომატოლოგს. მხოლოდ სტომატოლოგს თუ შეუძლია უსაფრთხოდ და ყველა წესის დაცვით თქვენი კბილების გათეთრება.
სტომატოლოგი განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამ პროცედურისადმი რამე უკუჩვენება, რაც მისი მხრიდან გამორიცხავს ყოველ შესაძლო გართულებას და თავადაც კმაყოფილი დარჩებით შედეგით. ამასთან, ექიმი არის ყველაზე კვალიფიციური ადაამიანი ამ პროცედურის ჩასატარებლად.
ზოგიერთ შემთხვევაში გაბედული ადამიანები თავად ითეთრებენ კბილებს საოჯახო პირობებში, რისთვისაც ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით და რისკსაც არ ერიდებიან, რაც ზოგჯერ სავალალო შედეგებს აღწევს.
განსაკუთრებით კბილების გათეთრების პროცედურა მათთვისაა აქტუალური, ვინც აქტიურად ეწევა სიგარეტს ან დიდი რაოდენობით კოფეინს იღებს, რაც გავლენას ახდენს კბილებსა და მათ შეფერილობაზე.
კბილების გათეთრებამდე უმჯობესია ყველა კბილის დათვალიერება, გამოკვლევა და დაბჟენა, კბილების მკურნალობა, არსებობს თუ არა რამე დაზიანება კბილის მინანქარზე. ასევე, მნიშვნელოვანია მგრძნობელობის გარკვევა. თუ ის მაღალია, ექიმმა შესაბამისად უნდა მიიღოს ზომები, რათა პროცედურა შედარებით უმტკივნეულო იყოს.
პერიოდულად აუცილებელია კბილების გაწმენდა ნადებისა და ქვებისგან.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვიტეთ საოჯახო პირობებში კბილების გათეთრება, მიმართეთ ნაცად და აპრობირებულ მეთოდებს, როგორიცაა სათანადო გელი, კაპები, სხვ. თუმცა არ დაივიწყოთ ინსტრუქცია და მიჰყევით დადგენილ წესებს. კბილების გათეთრება ესთეტიკურადაც მისაღებია და ამასთან, ლამაზ ღიმილს გაჩუქებთ, რაც წარმატების საწინდარია და მეტ თავდაჯერებულობას გმატებთ საქმეში.