წითელი ხორცი ზრდის სხვადასხვა დაავადებით სიკვდილის რისკს


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

წითელი ხორცის გამოყენება ზრდის ყვეალზე გავრცელებული დაავადებებით სიკვიდლის რისკს, როგორიცაა კიბო, დიაბეტი და სხვა. ამის შესახებ ისაუბრეს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა (National Cancer Institute) და დააზუსტეს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც წითელ ხორცს უფრო ხშირად იყენებდა. პირიქით ეფექტია თეთრ ხორცზე.

 

სპეციალისტებმა გამოიკვილეს 537 ათასი ადამიანის მონაცემი, რომელთა ასაკი იყო 50-დან 71 წლამდე. ისინი ცხოვრობდნენ აშშ-ს 6 შტატში და 2 დიდ ქალაქში. კვლევის მონაწილეთა ჯანმრთელობასა და კვების რაციონს აკვირდებოდნენ 16 წლის მანძილზე. მკვლევარები ითვალისწინებდნენ ხორცის საერთო გამოყენების რაოდენობას, ასევე იმას, თუ რამდენი წითელი და რამდენი თეთრი ხორცი მოიხმარეს მონაწილეებმა. მიღებულ ხორცში ასევე ხდებოდა გამოყოფა, თუ რისი ხორცი იყო - ღრი, ცხვარი, საქონელი, ფრინველი და ა.შ.

 

შემდეგ ყველა მონაწილე დაყვეს 5 ჯგუფად, იქედან გამომდინარე, თუ ვის რამდენი თეთრი და რამდენი წითელი ხორცი ჰქონდა მიღებული, რათა გაერკვიათ, როგორ მოქმედებს კვების ჩვევები სიცოცხლისუნარიანობაზე და რამდენად იწვევს ხორცის სხვადასხვა სახეობა მძიმე დაავადებებს. გამოვლენილ იქნა 9 დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა: კიბო, ინფექციური დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, ალცგეიმერის დაავადება, თირკმელების დაავადება და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ასევე - დამატებით «სხვა მიზეზები».

 

აღმოჩნდა, რომ განხილული სიიდან ერთადერთი დაავადება, რომლისგან სიკვდილი არ არის დამოკიდებული წითელ ხორცზე, არის ალცგეიმერის დაავადება. ყველა დანარჩენი დაავადებებით სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია როცა ადამიანი დიდი რაოდენობით წითელ ხორცს მიირთმევს. თეთრი ხორცი კი პირიქით - ამცირებს ამ რისკს. კვლევის მანძილზე გარდაიცვალა დაახლოებით 128 ათასი ადამიანი. ხორცში შემავალი ნიტრატები და რკინა 15%-ით ზრდის ნაადრევი სიკდვილიანობის რისკს.