ვენერიულ დაავადებებს განკურნავენ დენის დარტყმით
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ვენის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ვენერიული დაავადებების ახალი და საკმაოდ ეფექტური მკურნალობის მეთოდი. მათი მოსაზრებით, მიკროორგანიზმებს, რომლებიც ახდენენ ასეთი პათოლოგიური პროცესის პროვოცირებას, სწრაფად განდევნის დენის დარტყმა. მეცნიერები აღნიშნავენ იმასაც, რომ მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებზე. დროთა განმვალობაში გათვალისწინებულია მისი გამოყენება მდედრობითი სქესის პაციენტების მკურნალობისთვისაც, თუმცა, მოცემულ მომენტში ეს შეუძლებელია გარკვეული ფიზიოლოგიური თავისებურებების არსებობის გამო.
დენის დარტყმით მკურნალობის პრინციპი შემდეგშია:
მამაკაცის სასქესო ორგანოს გარშემო მაგრდება სპეციალური ელექტროდი, რის შემდეგაც ექიმს ურეტრაში შეჰყავს გრაფიტის ჩხირი და რთავს აკუმულატორს. აღნიშნული პროცედურის შედეგად, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, რომლებიც ცდილობენ დამუხტონ გრაფიტის ჩხირი, უბრალოდ კვდებიან. რაც შეეხება აკუმულატორის სიმძლავრეს, ის სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რამდენადაც არ აჭარბებს მობილური ტელეფონის ბატარეის სიმძლავრეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ვენერიული დაავადებების დენის დარტყმით მკურნალობის იდეა დიდი ხნის წინ წარმოიშვა და გარკვეული კლინიკური გამოცდებიც გაიარა. თუმცა, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, თერაპიის ასეთი მეთოდები ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე შესაბამისი მედიკამენტების მიღება. ბოლო ცდებმა უფრო ოპტიმისტური შედეგები დაანახა მეცნიერებს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის გაგრძელება ჯერ კიდევ საჭიროა მისი სისრულეში მოყვანისთვის.
იმისდა მიუხედავად, თუ რა მეთოდები იქნება გამოყენებული სამომავლოდ ვენერიული დაავადებების მკურნალობისთვის, პირველ ადგილზე მაინც უნდა იდგეს პროფილაქტიკა. ყველაზე მარტივ და მოქმედ მეთოდად დღემდე მიიჩნევა კონტრაცეპცია.