ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.
ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 და ფაიზერის 29 250 დოზაა შემოსული.
"ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე ჩვენ საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია, შევთავაზოთ ვაქცინა", - განაცხადა მედიასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.