ვაქცინაციის მსურველ პირებს 55 წლის ასაკიდან, ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაცია შეეძლებათ. 

“დღეს, 6 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ პირებისთვის, რომლებიც რიგში ჩაეწერებიან, ხოლო აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან. ანუ 6 საათზე 55 წელს ზემოთ პირები უკვე შეძლებენ ვაქცინაციის პროგრამაში ჩაწერას მთელი ქვეყნის მასშტაბით,”-აცხადებს გაბუნია.

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 8909 ადამიანი აიცრა.