ვაქცინაციის მეორე ეტაპი სასკოლო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებსაც შეეხებათ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

 

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში მედპერსონალის „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ორი დღის წინ, საქართველოში დამატებით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან გამოგზავნილი „ფრაიზერის“ 30 ათასამდე დოზა. მიუხედავად გარკვეულ შემთხვევებში აცრის შემდგომი გართულებებისა, პროცესი არ შეწყვეტილა.  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ მალე ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს ზემოთ ასაკის და სასკოლო დაწესებულებაში მომუშავე მოქალაქეებისთვის.

 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავნად მსურველებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურ პორტალზე  შეეძლებათ, რომელიც ფუნქციონირებას 25 მარტიდან დაიწყებს. ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ეპიდემიოლგიური სიტუაციის კვლავ გაუარესება.