უსიამოვნო სუნი პირიდან: საყურადღებო მიზეზები


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნო სუნს პირიდან იწვევს პირის ღრუს სიმშრალე ან პირის ღრუში არსებული ბაქტერიები იწყებენ აქტიურად გამრავლებას. ღამის მონაკვეთში, როდესაც ადამიანს ძინავს, მცირდება ან საერთოდ წყდება ნერწყვის გამოყოფა, რაც იწვევს პირის სიმშრალეს და ,,დილის უსიამოვნო სუნთქვას“, - აღნიშნავს ჰაროლდ კატცი, სტომატოლოგი და ბაქტერიოლოგი, კალიფორნიის სუნთქვის კლინიკის დამფუძნებელი. თუმცა ეს დისკომფორტიც მოგვარებადია.

 

ზოგიერთ შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი, რომელსაც პაციენტები იღებენ რაღაც პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით 75 % წამლებისა, რომლებსაც ექიმები უწერენ თავიანთ პაციენტებს, მათ შორის ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური საშუალებები, არტერიული წნევის მარეგულირებელი აბები იწვევენ პირის ღრუს სიმშრალეს, - ამბობს კატცი. თუ ამჩნევთ, რომ საუბრისას მოსაუბრე თქვენგან დელიკატურად თავს გარიდებთ ან ცდილობს დისტანცია დაიკავოს საუბრისას, გამოარკვიეთ, ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული აბები ხომ არ იწვევენ პირის სიმშრალეს, როგორც გვერდით მოვლენა. ასეთის შემთხვევაში კი მეტი სითხე, წყალი სვით, საღეჭი რეზინი გამოიყენეთ ან სთხოვეთ ექიმს მკურნალობის შეცვლა.

 

თუმცა ზოგ შემთხვევაში უსიამოვნო სუნი პირიდან ზოგიერთ დაავადებაზე მიუთითებს.

 

ნაფტალინის სუნი - ალერგია იწვევს ხოლმე მსგავს სუნს ან სინუსიტიც შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ასეთ დროს ინიშნება ანტიალერგიული პრეპარატები, ანტიობიოტიკების მიღება, რომელსაც ნიშნავს ექიმი.

 

ხილის სუნი მიუთითებს დიაბეტის არსებობაზე. ასეთ დროს გამომუშავდება ნივთიერება კეტონი, რომელიც ხილისთვის დამახასიათებელ სუნს წარმოქმნის, - ხსნის შილპი აგარუოლი, ექიმი და თერაპევტი ვაშინგტონიდან - ასეთის შემთხვევაში სისხლში შაქრის დონის გადამოწმება აუცილებელია.

 

ამჟავებული რძის სუნი - ლაქტოზის გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა. რძის პროდუქტების მიღებისას აღინიშნება ხოლმე დიარე, სპაზმი ან შებერილობა, ასეთ შემთხვევაში.

 

მკვეთრი, სპეციფიკური და უსიამოვნო სუნი, რაც შეიძლება იყოს ნიშანი ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემებისა, რაც საჭიროებს შესაბამის სპეციალისთან მისვლას და გამოკვლევებს.