უსაფრთხო გარუჯვის 10 წესი


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

მზე, ზღვა, კოქტეილი და შოკოლადისფერი რუჯი - ამ ჩამონათვალის მოყვარულთა რაოდენობა ძალიან დიდია და მიუხედავად იმისა, რომ აუზსა და ზღვაზე რუჯის მიღება ახალი ამბავი სულაც არ არის, ყოველი სეზონის წინ აუცილებელია კარგად დავაკვირდეთ ჩვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, როგორ გამოიყურება კანი, არის თუ არა გამომშრალი, ხომ არ გვაქვს ალერგიული ფონი, რომელიც სრულიად შესაძლოა, რომ გამოკვეთილი არც კი იყოს, ხალების რაოდენობა და მდგომარეობა კანზე და ა.შ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურად ხდება კოსმეტიკური საშუალებების განახლება, რომლებიც გამოიყენება რუჯის მიღებისთვის, მზის სხივებისგან დაცვისა და გარუჯული კანის დასატენიანებლად.

გარუჯვის დროს ყველა ზემოთხსენებული საკითხის გაუთვალისწინებლობის გამო დასვენება და ზღვაზე გარუჯვა შესაძლოა სავალალო შედეგებითაც კი დამთავრდეს.

ამ სტატიაში გვინდა გესაუბროთ უსაფრთხო გარუჯვის 10 წესზე, რომლებიც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ პრობლემები და ბოლომდე ისიამოვნოთ დასვენებით და რუჯის მიღებით.

 

1. შეამოწმეთ მზისგან დამცავი საშუალების ვარგისიანობის ვადა

 

თუ წინა სეზონიდან შემორჩენილი მზის დამცავი საშუალების გამოყენებას აპირებთ, არ დაიზაროთ და შეამოწმეთ მისი ვარგისიანობის ვადა. თანამედროვე კოსმეტიკურ საშუალებებს ამატებენ ისეთ კონსერვანტებს, რომლებიც პროდუქციის შენახვის ვადას სამ წლამდე ზრდის, თუმცა თუკი ის იდო პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, მისი ფორმულა შესაძლოა დარღვეულიყო (ანუ ნაკლებად ეფექტური გამხდარიყო), ხოლო კონსისტენცია შეცვლილიყო. ამიტომ აუცილებლად გააკონტროლეთ ეს ყველაფერი და გაითვალისწინეთ, რომ აუზზე ან ზღვის სანაპიროზე გასარუჯად გასვლისას კოსმეტიკის ჩანთა ყოველთვის ჩრდილში უნდა მოათავსოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ინოვაციური საშუალებაც კი, რომელიც SPF ფორმულას შეიცავს, საჭიროა ორ-სამ საათში ერთხელ წაისვათ კანზე, სხვაგვარად არანაირი დაცვა არ გამოვა.

 

2. თუ მედიკამენტებს იღებთ...

 

შარდმდენი პრეპარატები, ძლიერი გამაყუჩებელი საშუალებები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ანტიბიოტიკები და ა.შ. კანს მზისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის. თუ გარუჯვის სეზონზე, ან მის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საშუალების მიღება გესაჭიროებათ, აუცილებლად შეიძინეთ მზისგან ძლიერ დამცავი საშუალება და ინტენსიურად გამოიყენეთ.

 

3. მიირთვით ლიკოპინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული

 

ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ქალბატონების კანი, რომლებიც ზღვის სანაპიროზე რუჯის მიღებისას დღეში მინიმუმ ორ ჭიქა საზამთროს წვენს სვამდნენ, სხვაგვარად რეაგირებდა მზის სხივებზე, კერძოდ, არ იწვებოდა და არ შრებოდა. ზაფხულის სეზონზე უამრავი ხილი და ბოსტნეულია, რომლებიც მდიდარია ლიკოპინით (ძლიერი ანტიოქსიდანტი). ეს იზომერი იცავს მცენარეების ნაყოფს მზის სხივებისგან და მჟავიანობისგან, და ზუსტად იგივენაირად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზეც. კარგი იქნება თუ რაციონში ჩართავთ პომიდორს, ვარდისფერ გრეიფრუტს, გუავას და საზამთროს, და რაღა თქმა უნდა მზისგან დამცავი საშუალებებიც არ დაივიწყოთ.

 

4. მზისგან დამცავი საშუალება რეგულარულად წაისვით კანზე

 

გაითვალისწინეთ, რომ კოსმეტიკურ საშუალებებზე დატანილი წარწერა: „მზისგან დაცვა მთელი დღის მანძილზე“ - უბრალოდ აბსურდია. ასეთ რამ აპრიორი ვერ მოხდება და საჭიროა მზის დამცავი საშუალების რაგულარულად წასმა გარუჯვის პროცესში. არსებობს ასეთი გაგება – «ფოტოსტაბილურობა» - რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტს მისთვის მიწერილი დაცვის დონე შეუძლია შეინარჩუნოს გარკვეული ხანგრძლივობით. მაგალითად, SPF 50 ფორმულის შემცველ ერთ საშუალებას შეუძლია კანი 15 წუთის განმავლობაშ დაიცვას, ხოლო მეორეს ერთი საათის ხანგრძლივობით. ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური მზისგან დამცავი საშუალების ეფექტურობის პერიოდი შეადგენს ორ-სამ საათს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზისგან დამცავი საშუალება რაც შეიძლება ხშირად უნდა წაისვათ კანზე.

 

5. ყურადღება მიაქციეთ SPF-ის დონეს

 

აბრევიატურა SPF (Sun Protection Factor) იშიფრება როგორც «მზისგან დაცვის ფაქტორი». თუმცა, SPF-ფილტრები კანს იცავენ მხოლოდ UVB-დაზიანებისგან, რაც იწვევს დამწვრობას (B ამ აბრევიატურაში ინგლისური სიტყვა burn-ის პირველი ასოა, რაც ითარგმნება, როგორც– «დაწვა»). რამოდენიმე წლის წინ, თავისუფლად შეიძლებოდა ისეთი მზისგან დამცავი საშუალების ნახვა, რომელსაც ეწერა SPF 100, მაგრამ ეს სუფთა მარკეტინგული გათვლა იყო, რადგან მომხმარებელს სიამოვნებს როცა თავს სრულიად „დაცულად“ გრძნობს. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები იმის დასამტკიცებლად, რომ მზისგან დამცავ ფილტრებს სხვადასხვა დონე აქვთ. არსებობს პროფესორ შულცის სტანდარტიზირებული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვთვალოთ მზისგან დამცავი SPF-ფილტრის დონე. ფორმულა ასეთია: (1 – 1/SPF) x 100. გამოდის, რომ თუ მასში ჩავსვამთ 100-ს, დაცვის დონე გამოვა 99, თუ ჩავსვამთ 50-ს - 98. ანუ სხვაობა SPF 100 და 50 შორის, ფაქტიურად არანაირი არ არის. 

 

6. შეიძინეთ UVA-სხივებისგან დამცავი საშუალება

 

თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მზე კანს აბერებს, საკმაოდ მყარი არგუმენტი შეგვიძლია წარმოგიდგინოთ. ამერიკის დერმატოლოგიური აკადემიის ერთ-ერთ სხდომაზე ნაჩვენები იქნა მასწავლებელი ქალის ფოტოები, რომელიც მთელი ცხოვრება ერთი და იმავე ოთახში, ფანჯარასთან მდგარი ატარებდა გაკვეთილებს. მისი სახის ის მხარე, რომელიც მზისკენ იყო მიშვერილი, რადიკალურად განსხვავდებოდა მეორე მხარისგან - კანის ფერისა და ნაოჭების რაოდენობის მიხედვით. პედაგოგს რომ სცოდნოდა UVA-სხივების არსებობის შესახებ, რომლებსაც დაგროვებითი ზემოქმედება გააჩნიათ, და ფილტრების შესახებ, რომლებიც კანს იცავენ მისგან, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თუ იმ ქალბატონის ბედის გაზიარება არ გსურთ, აუცილებლად დააკვირდით, რომ მზისგან დამცავი საშუალების ქილაზე დატანილი იყოს  აბრევიატურა - UVA (ან მისი სინონიმი - PPD).

 

7. მზის ქვეშ ყოფნის დრო გაზარდეთ ეტაპობრივად

 

როდესაც მზის მაღალი ინსოლაციის ზონაში მიდიხართ, ანუ ცხელ ქვეყანაში, აუცილებელია გააკონტროლოთ საკუთარი თავი და პირველ დღეებში მზის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა დაიყვანოთ მინიმუმამდე. დაიწყეთ 15 წუთით. თუ ჩასვლისთანავე რამოდენიმე საათს გაატარებთ გასარუჯად, კანის უჯრედები სერიოზულ სტრესს მიიღებენ, რადგან მზად არ იქნებიან საკმარისი რაოდენობის მელანინი გამოიმუშაონ და თავი დაცივან (რუჯი ხომ კანის უჯრედების თავდაცვითი რეაქციაა...). ულტრაიისფერ სხივებს სხეული შეაჩვიეთ ეტაპობრივად. ასეთ დროს ბარიერული მექანიზმები სრულად აქტიურდებიან და შედეგად თქვენ მიიღებთ ერთგვაროვან, შოკოლადისფერ რუჯს. სანაპიროზე გასარუჯად გასვლისთვის დილის საათებში შეარჩიეთ 8 სთ-დან 10 სთ-მდე პერიოდი, ხოლო საღამოს საათებში 4-დან - სადამდეც გსურთ.

ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე ნაჩვენებია მზისგან დამცავი ყველაზე ეფექტური საშუალებები, რომელთა გამოყენება უსაფრთხოა და თითეული მათგანი ცნობილი და დატესტილი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციას წარმოადგენს:

 

1. მზისგან დამცავი საშუალება Anthelios Medium Protection SPF 20, Lа Roche-Posay. 
2. მზისგან დამცავი საშუალება Anthelios ХL Very High Protection SPF 50+, La Roche-Posay 
3. რუჯის გამაძლიერებელი გელი c SPF 6 Sun Beauty, Lancaster. 
4. რუჯის გასააქტიურებელი კოსმეტიკური რძე, SPF 6 Sunific Solaire 3, Lierac. 
5. მზისგან დამცავი და ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი სახისთვის SPF 15, Collistar. 
6. მზისგან დამცავი ზეთი სახისა და ტანისთვის SPF 40 Capital Soleil, Vichy. 
7. მზისგან დამცავი ანტიასაკობრივი საცხი სახისთვის UVB/UVA 50+, Clarins. 
8. მზისგან დამცავი საშუალება სახისთვის SPF 30, La Prairie. 
9. ანტიასაკობრივი და მზისგან დამცავი სახის მოვლის საშუალება SPF 30 Soleil Divin, Caudalie

 

8. არ მიიყვანოთ საქმე კანის დამწვრობამდე

 

ნუ დაივიწყებთ რა რთული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობამ, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ დასვენებას: 18 წლამდე მზისგან მიღებული კანის დამწვრობა შესაძლოა მელანომის გაჩენის საფუძველი გახდეს. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში კანის იმუნური სისტემა ბოლომდე ფორმირებული არ არის და მზის აგრესიული ზემოქმედება იწვევს უჯრედების კვდომასა და მათი დნმ-ის დაზიანებას. მსგავსი სიტუაციის რეგულარულად გამეორების შედეგად კი იზრდება კანის კიბოს გაჩენის რისკი.

 

9. შეარჩიეთ სწორი ტუჩის საცხი

 

ცხელ დღეებში უმჯობესია უარი თქვათ ტუჩის საცხზე, განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებიც შეიცავენ პრიალის ეფექტის გამომწვევ ინგრედიენტებს. ისინი ახდენენ ულტრაიისფერი სხივების აკუმულირებას, რის გამოც შესაძლოა ტუჩის კონტურზე მზის სხივები ყავისფრად მოგეკიდოთ. უმჯობესია ტუჩის საცხი ჩაანაცვლოთ მზისგან დამცავი ფილტრის მქონე ბალზამით.

 

10. გააჯერეთ სხეული D ვიტამინით

 

D ვიტამინი ამაგრებს ძვლებს და იმუნურ სისტემას, ებრძვის საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმელების და სხვა მრავალ დაავადებებს. ნუ იფიქრებთ, რომ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებით ორგანიზმში ამ ვიტამინის შეღწევა შეიზღუდება. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ადამიანის სხეული საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს იღებს, გარდა ამისა ხელის გულებით და სხვა დაუცველი ადგილებით ის  სრულიად თავისუფლად მიეწოდება ჩვენს ორგანიზმს. რაც შეეხება საკვებ ნივთიერებებს, შეგიძლიათ მიირთვათ რძე და თევზეული.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, დაიცავით საკუთარი ჯანრთელობა და გაირუჯეთ უსაფრთხოდ.

 

ჩვენ გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას და ჯანმრთელობას!