უცნობმა ქალმა ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როდესაც მათ წინ უცნობმა ქალბატონმა ჩაიარა, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე გავრცელდა ვიდეო კადრებიც:
ამ დროისთვის ბავშვს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.
სამართალდამცველები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა როგორ გამოიყურება, ცნობილია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფსიქიატრების სანახავად გადადით ბმულზე : ფსიქიატრები
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა