უცნაური ფობიები
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არაფრის ეშინია. არსებობს რაიმე დაავადებების, ცხოველების, სიკვდილის, მარტოობის და სხვა ტიპის შიშები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად უწყინარი რაღაცეების ეშინიათ. ეს ადამიანები ყველას გიჟები ჰგონიათ, ზოგჯერ კი ჰგონიათ, რომ იგონებენ ამ შიშს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ისინი ნამდვილად იტანჯებიან ფობიებისგან.
ამ სტატიაში გაგაცნობ 25 ყველაზე უცნაურ ფობიას, რომლებიც რეალურად არსებობენ და მიხვდები, რამდენად იტანჯებიან ამ ფობიებით დაავადებული ადამიანები:
- გლობოფობია — ბუშტების გახეთქვის შიში.
- ომბროფობია — წვიმის შიში.
- ჯენიფობია — ნიკაპის შიში.
- ტეტრაფობია — რიცხვი 4-ის შიში.
- პოგონოფობია — წვერის შიში.
- ჰიპოპოტომომონსტროსესკვიპპედალიოფობია — გრელი სიტყვების შიში.
- ლიპოფობია — პროდუქტებში არსებული ცხიმების შიში.
- ჯენუფობია — მუხლების შიში.
- სანგუივოროფობია — ვამპირების შიში.
- ერგოფობია — მუშაობის, რაიმეს კეთების შიში.
- ვომიტოფობია (ემეტოფობია) — გულისრევის შიში.
- არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის შიში.
- ტრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის შიში.
- ნემოფობია — უტელეფონოდ და კავშირის გარეშე დარჩენის შიში.
- ანემოფობია — ქარის შიში.
- ეფებიოფობია — მოზარდების შიში.
- ქსანტოფობია — ყვითელი ფერის შიში.
- მირმეკოფობია — ჭიანჭველების შიში.
- ტურაფობია — ყველის შიში.
- ანთოფობია — ფერების შიში.
- ჰილოფობია — ტყის და ტყეში დაკარგვის შიში.
- ტრიპოფობია — ნახვრეტების შიში.
- ომფალოფობია — ობობების შიში.
- სკრიპტოფობია — სხვების თანდასწრებით ჩანაწერების გაკეთების შიში.
- პენტერაფობია — სიდედრის შიში.
და შენ რისი გეშინია?
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა