უცნაური და მძიმე ფოტოსესია


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ერთი შეხედვით სტატიში წარმოდგენილი ფოტოები ბედნიერ ოჯახურ ალბომს ჰგავს, მაგრამ სინმადვილე ძალიან მძიმეა...

ცხოვრება ყოველთვის სასიამოვნო და მხიარული მოვლენებით სავსე არ არის, სამწუხარო და მძიმე მოვლენები საკმაოდ ხშირია ჩენს გარშემო, თუმცა იმედგაცრუებისა და ტკივილის გამოცდის გარეშე ალბათ არც გვეცოდინებოდა სიხარულისა და ბედნიერების, და ზოგადად ცხოვრების ფასი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი თავად წყვეტს როგორ მოიქცეს ისეთ შემთხვევებში, როცა ვითარების შეცვლა შეუძლებელია.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ისტორიას ბრიტანულ ოჯახზე და მათ გადაწყვეტილებაზე, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
 

ოჯახურმა წყვილმა ფართო საზოგადოებისთვის საჯაროდ გამოაქვეყნა ფოტოსესიის ალბომი, სადაც ისინი თავის ორ უფროს ქალიშვილთან და ახალშობილ გოგონასთან ერთად არიან, რომელიც დაბადებიდან ერთ საათში გარდაიცვალა. ჩვილის დედამ განაცხადა, რომ ფოტოები გოგონას გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ გადაიღეს...

წარმოდგენილ ფოტოებზე ჩანან ჩვილი გოგონას დედა ჰეილის რაისი, მამა - კევინ მარტინი და უფროსი დები. ისინი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების დახმარებით მათ საშუალება მიეცათ გამკლავებოდნენ ასეთ დიდ დანაკარგს.

"შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს ვინმესთვის ჩვენი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ მსგავსი ტკივილი გამოუცდია ვინმეს, ის სწორად გაგვიგებს" — აცხადებს ჰეილისი.

მშობლებმა წინასწარ იცოდნენ გოგონას ავადმყოფობის შესახებ, რაც ჯერ კიდევ ფეხმძიმობის მე-20 კვირას გამოავლინეს ექიმებმა. თითქოს შეეგუენ კიდეც და მოემზადნენ მომავალი ტკივილისთვის, მაგრამ ჩვილის გარდაცვალება სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ყველასთვის. მშობლებმა და უფროსმა დებმა გარდაცვლილ ჩვილთან ერთად ზუსტად ორი დღე გაატარეს და შემდეგ მოიწვიეს მოხალისე ფოტოგრაფები

"სიდნი ჯერ კიდევ მუცელში იყო, როცა გავიგეთ, რომ ის დაავადებას ვერ გადაიტანდა. ჩვენ გვინდოდა მასთან ერთად ცოტახნით მაინც ვყოფილიყავით და ხელში აგვეყვანა. სიყვარული და სითბო გვეჩუქებინა იმის ნაცვლად, რომ რეანიმაციაში მისი ტანჯვისთვის გვეყურებინა და ვერ შევხებოდით. მოვიფიქრეთ ჩაგვეტარებინა კარგი, პროფესიონალური ფოტოსესია. როცა ოთხი კვირის შემდეგ ფოტოები მივიღეთ, ისინი ძალიან დაგვეხმარა ტკივილის შემსუბუქებაში. იმ წუთს შეიძლება ვერც კი დახედო ფოტოებს, ვერ გაიგო რა საჭირო იყო ეს, რადგან ძალიან დიდი ტკივილია... მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო ხვდები, რომ ეს არის ერთადერთი სამახსოვრო რამ, რაც დაგვრჩა. სიდნისთან გატარებული რამოდენიმე საათი - ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაზეც კი შეიძლება გვეოცნება და მე მადლობელი ვარ, რომ ჩვენს ოჯახში ეს სამახსოვრო ფოტოები არსებობს" აცხადებს გარდაცვლილი ჩვილის დედა.

სიდნი 2016 წლის 11 აპრილს დაიბადა, მამამისის დაბადების დღეს და დაბადებიდან ზუსტად ერთ საათში გარდაიცვალა.

შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა მკრეხელობადაც კი ჩათვალოს ეს ფოტოსესია, შესაძლოა გააკრიტიკონ მშობლები ან პირიქით. ასე ხდება ყოველთვის: ზოგიერთი ცივი კრიტიკით შემოიფარგლება საკითხის გარშემო, ზოგიერთი კი იზიარებს სხვის სიხარულსაც და მწუხარებასაც. ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, თუ რა დამოკიდებულება გაგვიჩნდება ამ ფაქტის მიმართ.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

პედიატრების სანახავად გადადით ბმულზე : პედიატრი