ტრანსორალური თეირეოიდექტომია კლინიკა ენმედიციში
კლინიკა „ენმედიცი“-ში ქართველმა ქირურგებმა საქართველოში პირველად ჩაატარეს ოპერაცია ფარისებრი ჯირკვალზე, კანზე განაკვეთის გარეშე.
ტრანსორალური თეირეოიდექტომია არის ოპერაცია რომლის დროსაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა პირის ღრუდან მიდგომით.
ოპერაციას ატარებს ონკოქირურგი, კლინიკა„ენმედიცი“-ს თავ-კისრის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლევან რამიშვილი.
ფარისებრ ჯირკვალზე პირის ღრუდან მიდგომით ოპერაციები სულ რამდენიმე წელია დაინერგა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
აღნიშნული მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ხორციელდება კანზე განაკვეთის გარეშე, რასაც ესთეტიური თვალსაზრისით პაციენტებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, ეს ჩარევა ნაკლებად ტრამვირებადია და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდიც ხანმოკლეა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა„ენმედიცი“ ფეხდაფეხ მისდევს მსოფლიოში დანერგილ ნოვაციებს, ამის თვალსაჩინო მაგალითია კლინიკაში აღნიშნული მეთოდით ოპერაციების ჩატარება.
ინტერვიუ ლევან რამიშვილთან
– ბატონო ლევან, ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოდოქტომია საკმაოდ ახალი ოპერაციული ტექნიკაა. საინტერესიოა, მანმადე როგორ სრულდებოდა ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე?
– ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის პრინციპები ცნობილმა მეცნიერმა თეოდორ კოხერმა შეიმუშავა მე-20 საუკუნის დასაწყისში და მართალია, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ტექნოლოგიები, მაგრამ ძირითადი პრინციპები მაინც უცვლელი დარჩა. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ღია წესით ქირურგიას ანუ კანზე განაკვეთით ოპერაციას გულისხმობს, რაც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რადგან არასასიამოვნო ნაწიბურს ტოვებს, რომელიც რუჯის დროს განსაკუთრებით იკვეთება. მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს ახალი გზების ძიება და 2003-2004 წლებში ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ფარისებრი ქირურგიის დახვეწით ტრანსაქსილარული მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც განაკვეთის არა კისერზე, არამედ იღლიის ფოსოში, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე გაკეთებას გულისხმობდა და სწორედ ამ გზით ხდებოდა ფარისებრ ჯირკვალთან მიახლოება. მართალია, ამგვარი განაკვეთი საკმაოდ მცირე ზომის იყო და 3 სანტიმეტრის არ აღემატებოდა, მაგრამ პაციენტს ოთხი განაკვეთი ჰქონდა, რაც განსაკუთრებით ქალბატონებისთვის იყო არასასიამოვნო. აუცილებული გახდა არსებული მეთოდის გაუმჯობესება და უკვე 2012-2013 წლებში შემუშავდა ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოიდექტოომია ანუ განაკვეთი პირის ღრუში კარიბჭის მხრიდან, ვესტიბულარულად კეთდება ლორწოვანზე. სხვათაშორის, ეს უმოკლესი გზაა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილამდე მისაღწევად.
– მართალია, ამ მეთოდით ოპერირება მეტად მომგებიანია პაციენტისთვის, რადგან არ რჩება ნაწიბური, მაგრამ რამდენად მოსახერხებილია ამგვარი ტექნიკა ქირურგისთვის?
– რა თქმა უნდა, ამგვარი მეთოდით ოპერირება ენდოსკოპიური მანიპულაციების და ფარისებრ ჯირკვლზე ოპერაციული ტექნიკის სრულყოფილ ცოდნას, ასევე ძალიან ფაქიზ ინსტრუმენტებს და მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს მოითხოვს, რასაც კლინიკის გამართული ინფრაქტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურის მომზადებაში, რაც 6-7 თვე გაგრძელდა, ჩვენი თურქი კოლეგები დაგვეხმარნენ, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით ასე მოკლე დროში ყველაფრის ორგანიზებას.
–რატომაა ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოდოქტომია აზიის ქვეყნებში უფრო პოპულარული, ვიდრე ევროპაში?
– ოპერირების ამგვარი მეთოდი ტაილანდელმა და კორეელმა ექიმებმა შეიმუშავეს, რომელთაც იზმირში, ეგეს უნივერსიტეტში შვხვდი. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი მეთოდის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საინტერესო აღმოჩნდა იტალიელ და რუს კოლეგებთან საუბარიც, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ცდილობენ ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოდოქტომიის მეთოდების გავრცელებას. უკვე საქართველოში ჩამოსულს კი, ავსტრიელი ექიმები დამიკავშირდნენ, რომლებიც თებერვლის ბოლოს საერთაშორისო კონგრესს მართავენ და ტაილანდელ კოლეგებთან ერთად, მეც მიმიწვიეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, სადაც ოპერაციები ამგვარი მეთოდით უკვე სრულდება.
–რა შემთხვევაშია ამ მეთოდით ოპერირება რეკომენდირებული და როდისაა ნაკლებად გამართლებული?
– ოპერაცია არაა რეკომენდირებული თირეოტოქსიკოზების და ქრონიკული თირეოიდიტების ანუ ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებების შემთხვევაში, რადგან ამ დროს ქსოვილი იმდენად შეცვლილია, რომ მასზე მანიპულირება ღია წესითაც კი საკმაოდ რთულია, ოპერაცია ვერ კეთდება ფარისებრი ჯირკვლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის დროსაც. მართალია, ამგვარი მეთოდის გამოყენება შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე, მაგრამ კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში, როცა ფარისებრ ჯირკვლთან ერთად რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთაც საჭიროა, ოპერაცია კატეგორიულად აკრძალულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფარისებრ ჯირკვლში სიმსივნური წარმონაქმნის ზომაც, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს. ასე რომ, ამ ოთხი შემთხვევის გამოკლებით, ტრანსორალური ენდოსკოპიურ თირეოდოქტომია ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გამართლებულია.
– რამდენად მატივია რეაბილიტაცია ამაგვარი ოპერაციის შემდეგ?
– სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაოდ მსუბუქია, რადგან მეტწილად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ვუშვებთ სახლში სპეციალური დანიშნულებით, რომლის შესრულება ექიმის გარეშეც თავისუფლად შეიძლება.
მიღებაზე ჩასაწერად ეწვიეთ კლინიკის გვერდს: კლინიკა ენმედიცი