თოდუას კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი შეუერთდა 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ, "თეთრი ხალათების" აქციას.
"ჩვენ ვგმობთ ჩვენი კოლეგის, ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალისა და გამორჩეულად ღირსეული პიროვნების - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს!მოვუწოდებთ ყველას მხარი დაუჭიროთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!" - ნათქვამია კლინიკისგ ვერდზე.
9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.