თირკმლის გიგანტური კიბო და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ფოტოზე თქვენ ხედავთ, სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათი ზომის - თირკმლის გიგანტური კიბოს, რომელიც MMT ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციისას ამოიკვეთა.

ოპერაცია პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა ჩაატარა და ამით კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

"ათასობით ჩატარებული ოპერაციიდან, ასეთი ზომის თირკმლის კიბოს თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა მახსოვს" - გურამ ქარაზანაშვილი.

თირკმლის კიბო გავრცელების მხრივ მე-10 ადგილს იკავებს ავთვისებიან სიმსივნეთა შორის. ამასთანავე, მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. თუ კი წინათ თირკმლის კიბო ხანში შესულთა პათოლოგიად მიიჩნეოდა, ბოლო პერიოდში დაავადებამ ახალგაზრდებშიც იმატა.

თირკმლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. ოპერაციული ჩარევა აუცილებელია პრაქტიკულად ყველა იმ შემთხვევაში, როცა კი ეს შესაძლებელია. ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც რადიკალურად – იკვეთება თირკმელი, ცხიმოვანი კაფსულა და შარდსაწვეთი – ისე დამზოგველი მეთოდიკითაც. ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად სიმსივნის ადრეულ სტადიაზე. გამოიყნება მაშინ როცა პროცესი მეზობელ ორგანოებზე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული. მაშინ როდესაც შეუძლებელია პაციენტისთვის თირკმლის ამოკვეთა, რადგან მეორე თირკმელს არ შეუძლია, აიღოს მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქცია. დამზოგველი ოპერაციისას იკვეთება თირკმლის მხოლოდ ნაწილი, თუმცა მაღალი რჩება ადგილობრივი რეციდივის განვითარების რისკი.

MMT ჰოსპიტალი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება უმაღლესი ხარისხის ამბულატორიული, სტაციონარული და დაიგნოსტიკური მომსახურება. კლინიკის ძირითადი მიმართულებებია: მოზრდილთა უროლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია და აქ ტარდება აღნიშნული მიმართულების ყველა სირთულის ონკოლოგიური ოპერაციები.

კლინიკისა და ექიმის შესახებ ინფორმაციის სანახავად გადმოდით ბმულზე:
MMT ჰოსპიტალი
გურამ ქარაზანაშვილი