ტესტი: იპოვე შენი სულის მუსიკა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ყველა ადამიანის სულს საკუთარი მუსიკა აქვს...
ეს მუსიკა გამორჩეულია და არ ჰგავს სხვისას, რადგან პირადად მისი სულისაა. თუმცა ზოგიერთი ადამიანის მუსიკა ერთნაირად ჟღერს და ჩვენ მათ მონათესავე სულებს ვეძახით.
შენი სულის მუსიკის გასარკვევად ძალიან საინტერესო ტესტს გთავაზობ. ერთადერთი რაც გჭირდება ეს შენთვის სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტის არჩევა და კითხვის გაგრძელებაა.
აი ინსტრუმენტებიც:
თუ კი უკვე აირჩიე, მაშინ აი შედეგებიც:
- ვიოლინო - შენ იასამნისფერი სული გაქვს, ძალიან მგრძნობიარე და ნაზი... ხარ წარმოუდგენლად კეთილი და ფაქიზი. ბევრს აკეთებ სხვებისთვის, მაგრამ საკუთარ თავი საერთოდ გავიწყდება. გრძნობ სინაზეს ყველაფრის მიმართ, რაც გიყვარს. იცოდი, რომ მომავლის დანახვის ნიჭი გაქვს? აბა, გაიხსენე ისეთი შემთხვევა, როდესაც მომავალი "იგრძენი". დარწმუნებული ვარ არაერთი გაგახსენდა.
- ფორტეპიანო - შენი სული ყვითელია, მზესავით თბილი და კეთილი. აი, სიცოცხლეს ასხივებ! უნდა ვაღიაროთ, რომ ემოციურიც ხარ თუმცა წლებთან ერთად ამის კონტროლსაც ისწავლი. შენნაირი ადამიანის გვერდით ყოფნა ერთი დიდი სიამოვნებაა. გასცემ სითბოს მზესავით გულუხვად, მაგრამ შეგიძლია ამით ვინმე "დაწვა" კიდევაც. შენგან ძალიან კარგი ხელმძღვანელი დადგება, რადგან ადამიანებს რატომღაც შენში რაიმეს სწავლების ან გაკურნების სურვილი იზიდავთ. ძალიან კარგი მასწავლებელი ან ექიმი იქნებოდი.
- ფლეიტა - შენ გაქვს მწვანე სული. ბალახივით აბიბინებული და სიცოცხლით სავსე. ნებისმიერ ასაკში ყოველთვის ახალგაზრდა სული გექნება. ბავშვივით გულწრფელი და სპეტაკი ხარ, ასევე მეამიტიც. ალბათ ძალიან ხშირად გეუბნებიან, რომ იმაზე პატარა ასაკის ეგონე, ვიდრე რეალურად ხარ. გიჟდები სიახლეებზე და მუდამ მათ ძიებაში ხარ. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ! მსგავსი ფერის სულის ხალხი ხელოვანები ხართ. გიყვართ მუსიკა, ცეკვა, ხატვა და ყველაფერი, რაც შემოქმედებასთანაა დაკავშირებული.
- საქსოფონო - შენი სულის ფერი თეთრია, მაგრამ რეალურად ყველა ფერია, რადგან სწორედ თეთრის წყალობით ვიღებთ ცისარტყელას ფერებს. ამიტომაცაა, რომ ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი ხარ. ძალიან საინტერესო და ამოუცნობი ადამიანი ხარ. ყველდღე სხვანაირი და ყოველდღე ახალი აღმოჩენებით სავსე. შენს გვერდით შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარო, მაგრამ ბოლომდე ვერავინ ამოგიცნოს. აღიარე, რამდენს უყვარხარ? ზოგადად შენნაირი სულის მქონდე ადამიანები მარტივად უყვარდებათ. ასევე ხარ ძალიან იღბლიანი. ბევრ რამეში სხვებზე მეტად გიმართლებს.
თუ კი არც ერთი ინსტრუმენტი არ მოგწონს, ე.ი. შენი სულის მუსიკა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია და ვეცდებით მალე აღმოგაჩინოთ!
მონახეთ ექიმები : 5000+ ექიმი
მონახეთ კლინიკები : 1000+ კლინიკა