თბილისში ვეტერანთა ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სანიკიძის სახელობის ომის ვეტრანთა კლინიკის სამედიცინო აპარატურით აღჭურვის, ასევე ლუბლიანას ქუჩაზე ვეტერანთა ჰოსპიტალის მშენებლობის შესაძლებლობის საკითხებს.

მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პირადად ადგილზე გაეცნობა და შეაფასებს ვეტერანთა ჰოსპიტალის საჭიროებებს. შეხვედრაზე ასევე განიხლის ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის, ჯანდაცვის პროგრამებისა და დევნილი ვეტერანების საცხოვრებლით უზრუნევლყოფის საკითხები. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ.

შეხვდერის მიზანი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ურთიერთობა უნდა განვითარდეს და უფრო ინტენსიური გახდეს. მინისტრის თქმით, ვეტერანთა საკითხები, მათი უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

მონახეთ კლინიკები : 1000+ კლინიკა

მონახეთ ექიმები: 5000+ ექიმი