თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის რა ინოვაციურ გზას გვთავაზობს „ავერსის კლინიკა“?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

„ავერსის კლინიკაში“ უკვე შესაძლებელია თავის ტვინის დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა უსისხლოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამ შესაძლებლობას უახლესი თაობის დანადგარი - Gamma Knife Esprit გაძლევთ.

მკურნალობის ეს გზა არის თავის ტვინის პათოლოგიების ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო, არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი, რომლის ჩასატარებლადაც ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, დღეს კი „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალი გთავაზობთ ანალოგიურ მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში Gamma Knife-ის სულ 340 აპარატია ინსტალირებული, უმეტესად ამერიკასა და იაპონიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი საქართველოა პირველი, სადაც ის დაინერგა.

რისი მკურნალობაა შესაძლებელი ამ მეთოდით და ვის შეუძლია ისარგებლოს Gamma Knife-ით?

მედიცინაში Gamma Knife-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იყენებენ და 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა ონკოლოგიური და სისხლძარღვოვანი პაციენტის მკურნალობის გამოცდილებაა დაგროვებული. 

Gamma Knife Esprit აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიებისთვის, რომელთა მკურნალობაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ, მათ შორის:

 

როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროცედურა და როგორ ემზადება პაციენტი მისთვის?

Gamma Knife-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რათა ზუსტად განისაზღვროს სამიზნის მდებარეობა.

შემდეგ, პროცედურამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. მასთან მიმართებით სამიზნის მდებარეობა უკვე განსაზღვრულია და იწყება პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტი აპარატზე წევს.

დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს - ეს დამოკიდებულია სამიზნის ზომასა და ფორმაზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პაციენტი დასხივებას ვერ გრძნობს, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, აპარატის ხმაურიც არ აწუხებს და ექიმთან საუბარი მიკროფონით შეუძლია.

Gamma Knife-ით მკურნალობა განსაკუთრებულ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

 

რა უპირატესობები აქვს ამ პროცედურით მკურნალობას ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?

 

რა ხდება პროცედურის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ასევე, აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ, როცა ღია ოპერაციის შემდეგ ეს ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თავის ტვინში მეტასტაზების Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირადღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც

 

Gamma Knife-ის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავერსის კლინიკასნომერზე: 032 2500 700

 

Gamma Knife - ვისაც ყველაზე ძვირფასს - გონებას ანდობ!