ტატიშვილის კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატით რენტგენოდიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტიანობას ზრდი
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში არსებული, მრავალფუნქციური თანამედროვე ციფრული აპარატით რენტგენოდიაგნოსტიკა არა მხოლოდ დაავადებათა გამოვლენის, არამედ მათი მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის საშუალებასაც იძლევა.
ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკური აპარატები აადვილებს სურათის ინტერპრეტაციას და იმავდროულად ამცირებს პაციენტის სხივურ დატვირთვას.
გარდა ამისა, ციფრული აპარატის საშუალებით შესაძლებელია კვლევა ჩაუტარდეს ნენისმიერი ასაკის და შესაძლებლობის პაციენტს. სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია სურათის დამუშავება სასურველ შედეგამდე, რაც თავიდან გვარიდებს განმეორებით გადაღების საჭიროებას.
ასევე მოსახერხებელია 0 დან 10 წლამდე ბავშვებში, ვინაიდან მათი უმოძრაოდ ყოფნა თითქმის შეუძლებელია.
ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგი სახეობის კვლევებს:
- საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პერიფერიული ნაწილების ტრავმული დაზიანებების (მოტეხილობები) დიაგნოსტირება;
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული (ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, გამრუდება) დაავადებების დიაგნოსტირება;
- ფილტვების და შუასაყრის ორგანოების დიაგნოსტირება;
- თავის ქალასა და ცხვირის დანამატი წიაღების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) დაავადებების დიაგნოსტირება.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დინამიური კვლევა
ექიმი რადიოლოგი, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი - სალომე როდონაია.
როგორც მოგეხსენებათ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 1997 წელს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კველვითი ცენტრი“. შემდგომ წლებში მოხდა სწრაფი ზრდა და განვითარება.
კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე : დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი