სოციალურ-ემოციური განვითარება ადრეულ ასაკში


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დაბადებიდან სკოლამდე პერიოდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯებს, ამბობს პირველ სიტყვებს, არამედ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ვამყარებთ ურთიერთობას სხვებთან,  გვიყალიბდება წარმოდგენა საკუთრ თავსა და მათზე,  ვუზიარებთ ემოციებს გარშემომყოფებს  და  ზოგადად, გვექმნება წარმოდგენები ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე.

 

 გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ სავსეა ყოველდღიური შთაბეჭდილებებითა და ცვლილებებით, რომელთა განცდაც და ამ განცდის სხვებისთვის გაზიარება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ბავშვს, ისევე როგორც ზრდასრულს, საკუთრი ემოციების გაზიარებისა და სოციალური ურთიერთობის სურვილი აქვს, რაც ასაკობრივ ზრდასთან ერთად იცვლება და ვითარდება. ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებაში იგულისხმება შემდეგი:

 

თვითგრძნობა - დადებითი განცდა იმის შეხებ, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია

 

სოციალური უნარები - როგორ ვამყარებ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან

 

ემოციური - რამდენად შემიძლია გავიგო,  გამოვხატო და ვმართო  ემოციათა ფართო სპექტრი.

 

ჩამოთვლილი უნარები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუცვლელია, რადგან საფუძველს ქმნიან  ბავშვის განვითარებისათვის და გავლენას ახდენენ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, როგორც ახლა, ისე სამომავლოდაც.

 

ადამიანის სოციალური-ემოციური განვითარება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომელიც ასაკის შესაბამისად არის დაყოფილი:

 

დაბადებიდან - 1 წლამდე პერიოდი

 

ბავშვებს დაბადებიდანვე აქვთ კომუნიკაციის უნარი. მაგალითად, ჩვილები  გამოხატავენ თავიანთ საჭიროებებს ტირილით. მათ შეუძლიათ განიცადონ და გამოხატონ ემოციათა ფართო სპექტრი. მომვლელთან ხშირი და პოზიტიური ურთიერთობით ჩვილები სწავლობენ იგრძნონ თავი უკეთ და ისიამოვნონ სხვებთან ურთიერთობით. ამ გზით, ისინი ასევე ისწავლიან მართონ თავიანთი განცდები და იურთიერთონ ეფექტურად სხვებთან, რათა თავიანთი საჭიროებები დაიკმაყოფილონ.

 

 

 

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე:

 

 

1-3 წლამდე პერიოდი

 

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო უკეთ შეუძლია მართოს თავისი განცდები, თუმცა მაინც საჭიროებს მომვლელის მხრიდან  მხარდაჭერასა და დახმარებას. ბავშვებს უჩნდებათ სურვილი თავი მოაწონონ ზრდასრულებს და გავდნენ კიდეც მათ. ამიტომაც აქტიურად ცდილობენ მიბაძონ „დიდებს“ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების მიზნით, ეხმარებიან მათ ისეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, დალაგება, საყიდლებზე წასვლა და ა.შ.  ბავშვები ასევე სწავლობენ, მოარგონ თავიანთი ქცევა უფროსების მოთხოვნებს, სწავლობენ კონფლიქტის გადაჭრისა და პრობლემის გადაწყვეტის გზებს.

 

 

 

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე:

 

 

3- 5 წლამდე  პერიოდი

 

სკოლამდელები ავითარებენ  თავიანთ სოციალურ და ემოციურ უნარებს უფრო ფართო სოციალურ წრეში, მათ შორის სხვა ზრდასრულებთან და ბავშვებთან ურთიერთობით. გაზრდილი ლექსიკური მარაგის, ფიქრისა და დაგეგმვის უნარის დახმარებით, მათ მეტად შეუძლიათ დალოდება სასურველი ნივთის მისაღებად, უვითარდებათ სხვების აზრის გათვალისწინების უნარი, იღებენ „გადაწყვეტლებებს“  სხვებთან ერთად.

 

 

 

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე:

 

 

ამრიგად, სოციალური და ემოციური უნარები ასაკის შესაბამისად იცვლება და ვითარდება. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თითოეული ეტაპი განსაკუთრებული და განუმეორებელია ბავშვის ცხოვრებაში. თუკი ბავშვი ასაკის შესაბამისად არ ავლენს ჩამოთვლილი უნარებიდან რამდენიმეს მაინც, მიმართეთ კონსულტაციისათვის ბავშვთა ფსიქოლოგს ან ადრეული განვითარების პროგრამას, რათა დროულად მოხდეს მიზანმიმართული  ჩარევა და დახმარება.

 

 

გთავაზობთ რჩევებს, რომელთა სისტემატური გამოყენება,  დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას:

 

 

ბავშვის სოციალური და ემოციური უნარები მუდმივად ვითარდება. ყველა ბავშვი უნიკლაურია, მიეცით მათ მეტი გამოცდილება თქვენთან ურთიერთობის საშუალებით, რათა მან მეტი უნარი და შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარ თავში!

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 ავტორი: გვანცა კოპალიანი  

პირველი ნაბიჯი“-ს ბავშვთა ადრეული განვითარების ფსიქოლოგი