სიმდიდრე, რის გამოც ვამაყობდი, უმნიშვნელო გახდა სიკვდილის წინ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სტივ ჯობსია Apple თუ Apple -ია სტივ ჯობსი?  - ერთი რამ ფაქტია, რომ მისი სახელი ნებისმიერ ადამიანში პირდაპირ ასოციაციას იწვევს წარმატებასთან, თანამედროვეობის ყველაზე განვითარებად და ინოვაციურ კომპანიასთან, რომლის ლოგოს პატარა ბავშვიც კი ცნობს.

 

სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. მის ცხოვრებაში ტრადიციული არაფერი ყოფილა: ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან - სტივენ ვოზნიაკთან - ერთად Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა.

 

წყვილის შემდეგი კომპიუტერი კომპანიის პირველ ჰიტად იქცა, რომელსაც სულ მალე „მაკინტოშიც" მოჰყვა. მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ - iPhone, ცოტა მოგვიანებით კი - iPad. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელია.

 

წარმოგიდგენთ სტივ ჯობსის ბოლო სიტყვებს, რომელბიც მან საავადმყოფოში ყოფნისას დაწერა:

 

«მე ბიზნესში წარმატების მწვერვალზე ავედი. სხვებისთვის ჩემი ცხოვრება წარმატების სიმბოლო იყო, 
თუმცა, მუშაობის პარალელურად, ცხოვრებაში ცოტა ბედნიერება მქონდა. ჩემი სიმდიდრე არის ფაქტი, რომელსაც მე უკვე მივეჩვიე. მოცემულ მომენტში ვწევარ საავადმყფოს საწოლში და ვიხსენებ მთელ ჩემს ცხოვრებას. მე ვხვდები, რომ ყველა ჯილდო და სიმდიდრე, რის გამოც ვამაყობდი, უმნიშვნელო გახდა სიკვდილის წინ. სიბნელეში, როცა ხელოვნური სუნთქვის აპარატის მწვანე შუქს ვუყურებ და მექანიზმის ვუსმენ, მოახლოებული სიკვდილის სუნთქვას ვგრძნობ.

მას შემდეგ, რაც უკვე საკმარისი ფული მაქვს, მივხვდი, რომ სულ სხვა მიზნებს უნდა გავყოლოდი, ისეთებს, რომლებიც არ იყო დაკავშირებული გამდიდრებასთან.
ეს რაიმე უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო:
მაგალითად, სიყვარულზე და ხელოვნებაზე საუბარი, ჩემი ბავშვობის ოცნებები.
ცხოვრების გამუდმებით დევნა ადამიანს მარიონეტად აქცევს. სწორედ ეს დამემართა მეც. ღმერთმა დაგვაჯილდოვა გრძნობებით იმისათვის, რომ ახლობლებს მოვუყვეთ როგორ გვიყვარს ისინი. სიმდიდრეს, რომელიც მე დავაგროვე ცხოვრებაში თან ვერ წავიღებ. ყველაფერი, რაც თან მიმაქვს - ეს არის მხოლოდ მოგონებები, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც მუდვივად თან უნდა ახლდეს ადამიანს ცხოვრებაში და გააძლიეროს ის წინსვლისთვის. სიყვარულს შეუძლია უდიდესი მანძილის გადალახვა. სიცოცხლეს არ აქვს საზღვრები. მიაღწიეთ იმ მწვერვალებს, რომელთა დაპყრობაც გსურთ. წადით იქეთ, საითაც გული მიგიწევთ. ყველაფერი თქვენს ხელშია. როცა საკმარისი ფინანსები გაქვთ, შეგიძლიათ უამრავი ადამიანი დაიქირაოთ, დაავალოთ რაიმეს კეთება სახლსა თუ ოფისში, მაგრამ თქვენს ავადმყოფობას არავინ არ აიღებს საკუთარ თავზე. მატერიალური საგნების მოპოვება ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება შეიძინო, გამოიმუშაო თანხა მათ საყიდლად და ა.შ. მაგრამ არსებობს ერთი რამ, რომელსაც ვერასოდეს ვერ ნახავ თუ დაკარგე - ეს არის ცხოვრება.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება დღე, როცა ფარდა დაეშვება... თქვენი განძი არის სიყვარული ოჯახის, საყვარელი ადამიანის, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ... გაუფთხიდით საკუთარ თავს. იზრუნეთ სხვებზე».

 

სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. Apple -ის ერთგულ მომხმარებლებს მან კითხვა დაუტოვა: გარდაიცვალა სტივ ჯობსი თუ გარდაიცვალა Apple?