სილამაზე საათების მიხედვით - როდის უნდა ვიზრუნოთ სახეზე
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ყველამ იცის, რომ დამატენიანებელი საცხი სახეზე უნდა წაისვას დილას და საღამოს, მაგრამ როგორ უნდა ჩატარდეს ე.წ. ანტი-ეიჯ პროცედურები, რომლის დროსაც საჭიროა კანს უხვად მიეწოდებოდეს ანტიოქსიდანტები, პეპტიდები და მჟავები? ამ სტატიაში შეიტყობთ რომელი ციკლის მიხედვით ცოცხლობს თქვენი კანი და როგორ გამოიყენოთ კოსმეტიკა დღე-ღამის სწორ დროს.
ჩვენ კანს აქვს 24 საათიანი ციკლი, რომელიც ჰორმონებისა და სტრესის გავლენის ქვეშაა. სახის მოვლა მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, დაიმახსოვრეთ ორი მთავარი წესი: კანს სჭირდება დამცავი ინგრედიენტები დღისით და აღმდგენი ინგრედიენტები - ღამით.
დილის 6 საათი - ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დილაადრიან კანი მგრძნობიარეა და ცუდად იღებს ჩვეულებრივ მოვლას? ამ ყველაფრის მიზეზი არის ჰორმონი - კორტიზოლი, რომელიც სისხლშია და ახდენს კანის ნეგატიური რეაქციების პროვოცირებას: ააქტიურებს მგრძნობელობას, ანთებით პროცესებს და ალერგიასაც კი. თუ თქვენი დილა ძალიან ადრე იწყება, სახეზე წაისვით დამამშვიდებელი ან ანთების საწინააღმდეგო საცხი, მაგალითად კალენდულის შემცველობით.
დილის 9 საათი - დილის მოვლა კანისთვის უნდა გახდეს მთელი დღის მანძილზე სამყოფი საფუძვლიანი დაცვა: გამოიყენეთ ანტიოქსიდანტები, აქტიური დატენიანებისა და მზისდამცავი ეფექტის მქონე საცხები. ამ პროდუქტების მიზანი არის თქვენი კანის დაცვა გარემოს ზემოქმედებისგან, რაც ძირითადად ეხება ულტრაიისფერ სხივებს, ეკოლოგიურ დაბინძურებას, სტრესს და კომპიუტერის მონიტორის გამოსხივებას. აირჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის С და Е ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ კანის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, და ჰიალურონის მჟავა, რომელიც ეფექტურია ხანგრძლივი დატენიანებისთვის.
დღის 1 საათი - სადილობის დროისთვის კანზე ჩნდება ცხიმოვანი ფენა, ამიტომ საჭიროა Т-ზონიდან სიპრიალის მოცილება. გამოიყენეთ გლუვი ეფექტის მქონე ხელსახოცები, რომლებიც ეფექტურად იწოვენ სებუმს და არ აფუჭებენ მაკიაჟს.
საღამოს 5 საათი - სამუშაო დღის ბოლოს თქვენ შეიგრძნობთ კანის დაჭიმულობასა და გაუწყლოებას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი დღის საცხი ვერ უმკლავდება თავის მოვალეობას, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის გარემო, რომელშიც იმყოფებით მთელი დღის მანძილზე - კონდიციონერის მიერ გამომშრალი ჰაერით სავსე სივრცე და კომპიუტერის გამოსხივება. სწორედ ამიტომ, საჭიროა სახეზე წაისვათ დამატენიანებელი საცხის დამატებითი დოზა ან სახელ გაიწმინდოთ შრატით. თუ მაკიაჟი გაქვთ, უმჯობესია სახე გაიწმინდოთ სპრეის ტიპის თერმული წყლით.
საღამოს 9 საათი - საღამოს საათებში კანი ისევ მგრძნობიარე ხდება: მასზე აისახება დაღლილობა, სტრესი და მაკიაჟის ხანგრძლივი დროით ქონით გამოწვეული გამოშრობა. ამიტომ, სახე გაიწმინდეთ საგულდაგულოდ და წაისვით დამამშვიდებელი ან ანთების საწინააღმდეგო საცხი.
შუაღამე - ამ დროს მიმდინარეობს ჩვენი კანის აქტიური აღდგენითი პროცესი, რაც ახდენს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების ნეიტრალიზაციას, ზრდის კოლაგენის გამომუშავებას და უჯრედების აღდგენას. იმისათვის, რომ გაახალგაზრდავების ეფექტი გაძლიერდეს, გაიკეთეთ სპეციალური ღამის ნიღბები, რაც დროის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ და კანის მოვლის ეფექტიც გაცილებით შედეგიანი იქნება.