"სიკეთე გადამდებია"
მინდა კეთილი ბაბუს, კეთილი ექიმისა და ზოგადად კეთილი ადამიანების შესახებ ერთი პატარა ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც ირაკლი ჟვანიამ თავის Facebook გვერდზე დაწერა.
ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა მიმაგრებული ფეხზე და მიუყვებოდა მის გზას, როდესაც დასავლეთის ტრასაზე შემთხვევით მანქანიდან დაინახა ეს ბაბუ ჩემმა მეგობარმა. ის ადგილი, სოფელი დაიმახსოვრა, მერე გამგებელი იპოვა, მერე ეს ბაბუ იპოვა, თბილისში ჩამოიყვანა და საპროტეზო კლინიკაში მიიყვანა, პროტეზი უნდა ვაჩუქოო კლინიკაში ექიმი ჯერ ხომ ამ ჩემი მეგობრის ახლობელი აღმოჩნდა, შემდეგ ამ ექიმმა ასეთი დახმარება რომ დაინახა, ფულს მეც არ ავიღებო და ბაბუს პროტეზს უფასოდ გავუკეთებ, ჩვენი საერთო საჩუქარი იყოსო.
ბაბუ გაოგნებული იყო ასეთი ყურადღებით, ხომ ეტყობა თვალებში, რასაც გრძნობდა ეს უსაყვარლესი კაცი.
იმ ჩემი მეგობრის ვინაობას ვერ ვამხელ, ვიცი ცოცხალი ვერ გადავურჩები ეს რომ გავაკეთოეს საქართველოა, სადაც სიკეთეს ჩუმად აკეთებენ... აწი ივლის ბაბუ ფეხგამართული. მუდამ ემახსოვრებათ იმ სოფელში ერთი ქართველი ბაბუ და მისი ამბავი, როგორ დაეხმარა სრულიად უცნობი ქართველი კაცი... ერთი პატარა ამბავი მოგიყევით, მეტი არაფერი...