შვენიერი დღეა სიცოცხლის გადასარჩენად!


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

გამარჯობა ყოფილო აბიტურიენტებო და ახლანდელო სამედიცინოს სტუდენტებო. ბევრი ინერვიულეთ სანამ პასუხებს გაიგებდით? ყველა ხომ იქ მოხვდით სადაც გინდოდათ? რახან ყველაფერი გაირკვა შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ და თან მორალურადაც მოემზადოთ. ახლა დროა ნახოთ სერიალი, რომელიც ყველა სამედიცინოს სტუდენტს უნდა ჰქონდეს ნანახი. მაგალითად, ყველა დროის ყველაზე საუკეთესო სერიალია - გრეის ანატომია.

მოდი ერთად გადავავლოთ თვალი რამდენიმე შთამაგონებელ ფრაზას სერიალიდან:

- დღეს მშვენიერი დღეა სიცოცხლის გადასარჩენად!

- არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე იმ შესაძლებლობების უგულვებელყოფა, რომელსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეეძლო

- იმის გამო, რომ ადამიანები ხანდახან ცუდად იქცევიან, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ისინი მართლა ცუდი ადამიანები არიან

- ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. საზღვრები ხალხს არ აკავებს გარეთ, ჩვენი ცხოვრება ისეთივე არეულია,როგორც ჩვენ ვქმნით.

- რატომ ვგრძნობთ თავს ასე კარგად მაშინ, როდესაც რაღაცისგან ვთავისუფლდებით? იქნებ იმიტომ, რომ ამ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ცოტა რამ გვჭირდება რეალურად და ვხვდებით, როგორი ძლევამოსილები ვართ

- შესაძლოა, სამყაროში ყველაზე დიდი უბედურება დაგატყდეს თავს და გამოსავალი მაინც იპოვო. ერთადერთი, რაც გევალება – გადარჩენაა!

- ამაყად განაგრძე სიარული! გამოიჩინე საკმარისი სიმამაცე და ღირსეულად წადი – შენ იბრძოლე, გიყვარდა და დამარცხდი… სწორედ ამიტომ, სიარული ამაყად უნდა განაგრძო

- მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერები ვართ – ტრავმა უკვალოდ მაინც არ ქრება. ის ჩვენ სახლში მოგყვება და ცხოვრებას გვიცვლის. ყველაფერს თავდაყირა აყენებს, მაგრამ იქნებ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი? იქნებ სწორედ ასეთი სირთულეების გადალახვა გვაძლევს წინსვლის ძალას

- დარწმუნებული ვარ, გგონია, რომ ცხოვრება თავზე ჩამოგენგრა, თუმცა ამასაც გაუმკლავდები!

- მასზე ფიქრი ძალიან მტკივნეული იქნება, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ ტკივილს უფრო და უფრო ნაკლებად იგრძნობ. საბოლოოდ კი, როდესაც გაგახსენდება, მიხვდები, რომ ტკივილი ძალიან შემცირებულია

- როცა მიწა გეცლება და შენი სამყარო ინგრევა, იქნებ, საჭიროა, რომ რწმენა გქონდეს… დაიჯერო, რომ ამასაც გადაიტან. იქნებ, უბრალოდ იმედს ძლიერად უნდა მოეჭიდო და ეს არაფრის მიუხედავად დათმო

- დიახ, საშინელებები გვემართება… მაგრამ, ბედნიერება სულაც არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. მთავარია გვახსოვდეს, რომ როდესაც თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, ამისგან არ მოვკვდებით!

- შტორმს ყოველთვის აქვს დასასრული – როდესაც ხეები კვლავ აყვავდება, სახლები აშენდება, ცა მოიწმინდება. და სწორედ მაშინ, წყნარ და მშვიდ მომენტში გავაანალიზებთ, თუ ვინ იყო საკმარისად ძლიერი, რათა გადარჩენილიყო

- ნუ მისცემ მას (დერეკს) უფლებას, რომ შენი სურვილები დააბნელოს. შესაძლოა, ის მართლაც საოცნებო მამაკაცია, თუმცა მზე არ არის… რადგან მზე შენ ხარ!

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავდ გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა